სახლში მომზადებული კეტჩუპი – ამაზე მარტივ რეცეპტს ვერსად იპოვით

5560

იცოდით, რომ პირველად კეტჩუპი ამერიკელებმა მოამზადეს? თანამედროვე სოუსი, კი პირველად ინგლისში, ჩინეთიდან ჩამოსულმა მზარეულმა, მე-17 საუკუნეში მოამზადა. ის მზადდებოდა კაკლისგან, თევზსგან, ლობიოსგან, ნივრისგან და ღვინისგან. ეს სოუსი ბევრჯერ შეიცვალა და შემდეგ ევროპაშიც გამოჩნდა. ხოლო მე-19 საუკუნეში ამერიკელი მზარეულის წიგნებში გაჩნდა ტომატისგან დამზადებული სოუსი.

კეტჩუპის არაჩვეულებრივი და სასიამოვნო გემო იმდენად პოპულარული იყო, რომ მრეწველები, კერძოდ კი ჰენრი ჰაინზი, მას ყოველთვის მიირთმევდა.

მოგწონთ კეტჩუბის არომატული გემო? ჩვენ მოგიყვებით როგორ უნდა მოამზადოთ ის სახლში. ის საკმაოდ მარტივია და მისი მომზადება არ გაგიჭირდებათ.

მასალები:

  • ტომატის პასტა – 400 გ
  • ხორბლის ფქვილი – 1ს.კ.
  • წყალი 0.5 – ჭიქა.
  • ძმარი – 60 მლ
  • ნიორი – 2 კბილი.
  • ქინძი – 1 ჩ.კ.
  • მარილი – 1.5 ჩ.კ.
  • ბაზილიკა – 1 ტ.
  • მდოგვი – 1.ჩ.კ.

მომზადება:
1. პატარა თასში, შეურიეთ ცივი წყალი და ფქვილი ისე, რომ არ იყოს სქელი. განათავსეთ ცეცხლზე, დაასხით ძმარი, დაამატეთ მარილი, შაქარი, დაჭრილი ნიორი, მწვანილი და სანელებლები. ხოლო შემდეგ დაუმატეთ არაჟანი.

2. დაამატეთ ტომატის პასტა, შეურიეთ კარგად, დაველოდოთ ადუღებას და შემდეგ დაუყონებლივ გააციეთ და ჩაასხით კონტეინერებში.

ჭარბი შაქრისა და კონსერვანტების გარეშე – მისი შეძინა სუპერმარკეტებში შეუძლებელია. შეინახეთ კეტჩუპი მაცივარში. მისი მომზადება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ვინაიდან მასალები ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია. ისიამოვნეთ და გაუზიარეთ რეცეპტები მეგობრებს!