მივიღე “ქვიშის საათის” ფიქგურა, როცა მაკარონი ყაბაყის სპაგეტით ჩავანაცვლე

563

ზაფხული – ძალიან მრავალფეროვანი სეზონია კულინარიისთვის. ყაბაყი ჩემთვის ფავორიტი ინგრედიენტია. ნოყიერია, არომატულია და რაც მთავარია საოცრად სასარგებლოა. თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება მისი შეძენა.

ყაბაყის სპაგეტი დამიჯერეთ თქვენს რაციონში ჩაანაცვლებს მაკარონს. ზაფხულში მეტად მსუბუქი კერძების მომზადება მინდება. ყაბაყი განსაკუთრებით კარგია მათთვის ვისაც პრობლემები აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან.

ინგრედიენტები

  • 300გ ქათმის ფილე
  • 1 ყაბაყი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 მდნარი ყველი
  • 80მლ რძე
  • მარილი, წიწაკა, ორეგანო

მომზადება

1.დაჭერით ქათმის ფილე. გახეხეთ ყაბაყი, მაქსიმალურად დაამსგავსეთ სპაგეტს.

2.გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი. პირვე რიგში შეწვით ხორცი. ქათმის ფილე მთლიანად უნდა შეიხვალოს ფერი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დაქუცმაცებული ნიორი.

3.ფილეს დაუმატეთ ყაბაყი. შეწვით 4-5 წუთი.

4.ამასობაში მოამზადეთ ნაღების სოუსი. ბლენდერში მოათავსეთ გახეხილი მდნარი ყველი და ცხელი რძე. მოაყარეთ მარილი და ათქვიფეთ.

5.სოუსი თუ საკმაოდ მარილიანია, მაშინ ყაბაყს აღარ მოაყაროთ მარილი. მოასხით სოუსი და მოურიეთ. მოამზადეთ კიდევ რამდენიმე წუთი. ბოლოს დაუმატეთ ორეგანო და სხვა სანელებლები.

გემრიელად მიირთვით!