მედოკი არაჟნის კრემით. ლეგენდარული თაფლიანი დესერტის უჩვეულო რეცეპტი

96

ყოველთვის, როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდები, მაღაზიაში ტკბილეულის შესაძენად შევდივარ. ჩემს შვილებს შოკოლადის ვაფლი უყვართ, ხოლო მეუღლეს – ხილის მარმელადი. რა თქმა უნდა, ორივეს სახლში მომზადება შემიძლია, მაგრამ მეზარება. ერთადერთი დესერტი, რომელზეც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ენთუზიაზმი მყოფნის, რულეტი „მედოკია“ არაჟნის კრემით.

ასე სწრაფად მედოკი ჯერ არ გამომიცხვია. ვის უყვარს ტორტის აწყობაზე წვალება? მასზე უფრო მეტი დრო იხარჯება, ვიდრე ფენის ცხობაზე. რულეტი სხვა საქმეა. წაუსვით, დაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ. საღამოს ჩაიზე მისაყოლებლად მზადაა. ტკბილი დესერტი კლასიკურ ტორტზე უფრო მომგებიანია.

რულეტი „მედოკი“: როგორ მოვამზადოთ ლეგენდარული ტორტის უჩვეულო ვარიანტი

დესერტის მოსამზადებლად მინიმუმი პროდუქტები დაგჭირდებათ. ფქვილი, თაფლი და შაქარი ყველაზე დაუდევარი დიასახლისის სამზარეულოშიც შეგიძლიათ იპოვოთ. აი, ახალი არაჟნის, კრემყველის, კვერცხის და კარაქის შესაძენად მაინც გასვლა მოგიწევთ. პროდუქტების ხარისხზე თქვენი მომავალი დესერტის გემოა დამოკიდებული.

ინგრედიენტები:

  • 160 გ თაფლი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 გ მარილი
  • 150 გ ყველი მასკარპონე
  • 80 გ შაქრის ფხვნილი
  • ნიგოზი გემოვნებით
  • 60 გ კარაქი
  • 70 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 250 გ არაჟანი
  • 70 გ ჯემი

მომზადების წესი:

1. თაფლი და გამდნარი კარაქი სქელძირიან ქვაბში აურიეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით. პარალელურად კვერცხი, შაქარი და მარილი თეთრი მყარი ქაფის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ.

2. თაფლს სოდა დაუმატეთ და აურიეთ. როგორც კი, სიროფი აქაფდება, ქურიდან გადმოდგით. ტკბილი მასა რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ამ დროში კვერცხის ათქვეფა გააგრძელეთ. თაფლის ნარევი წვრილად ჩაასხით.

3. თანდათან ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. საცხობ ფორმას პერგამენტი ჩააფინეთ და მასზე ცომი დაასხით. სპატულით გაასწორეთ.

4. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. ცომი უნდა შეწითლდეს. მზა ფენა სუფთა ვაფლის პირსახოცზე დააწყვეთ, პერგამენტი მოაშორეთ.

5. ცომის კიდე გადაჭერით. ჯერ კიდევ ცხელი ფენა რულეტივით დაახვიეთ და გასაგრილებლად გააჩერეთ. ჩამოჭრილი კიდეები დაფშვენით. კრემი მოამზადეთ. კრემყველი, არაჟანი და შაქრის ფხვნილი მიქსერით ათქვიფეთ.

6. 3-4 ს/კ გვერდზე გადადეთ. ფენა გაშალეთ და კრემი თანაბრად წაუსვით. ერთ კიდეში ჯემი წაუსვით და დაჭრილი კაკალი მოაყარეთ. ფენა რულეტივით დაახვიეთ. ზემოდან დარჩენილი კრემი წაუსვით და ნაფშვენი მოაყარეთ.

ესეც ასე რულეტი მზადაა. დესერტი მინიმუმ 3 საათით ან მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ. ასეთი დესერტი შეგიძლიათ მოამზადოთ არა მხოლოდ სადღესასწაულოდ, არამედ ყოველდღიურად, როცა ოჯახის წევრების ტკბილეულით გახარება გსურთ.