მაღაზიაში მდოგვს აღარ ვყიდულობ, გემრიელ და სქელ მდოგვს 3 წუთში ვამზადებ

1022

ადრეც კი გემრიელი მდოგვის ყიდვა ზოგჯერ რთული იყო. სწორედ ამიტომ, ბევრი დიასახლისი მდოგვს სახლის პირობებში ამზადებდა. ამისთვის კიტრის, პომიდვრის ან ბულგარული წიწაკის მწნილის წვენსა და მდოგვის ფხვნილს იყენებდა. ძალიან ცხარე და გემრიელი გამოდის. Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ მდოგვი სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ მდოგვის ფხვნილი
  • 0,5 ჭიქა კიტრის (პომიდვრის ან ბულგარული წიწაკის) მარილწყალი
  • 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

სხვადასხვა მარილწყლის გამოყენებით სხვადასხვა გემოს სოუსს მიიღებთ, ამიტომ ექსპერიმენტები ჩაატარეთ და მდოგვის ფხვნილი კიტრის, პომიდვრის, კომბოსტოს და წიწაკის მწნილის წვენს აურიეთ. ხოლო შემდეგ თქვენთვის იდეალური ვარიანტი შეარჩიეთ.

მარილწყალს მდოგვის ფხვნილი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. მასას ჩანგლით ან პატარა სათქვეფით კარგად აურიეთ. ათქვეფა საჭირო არაა, სოუსი ისედაც კარგად აირევა.

რჩევა: სოუსის სისქეს ყურადღება მიაქციეთ, თუ ძალიან სქელია, ცოტა მარილწყალი და ზეთი დაუმატეთ.

ბევრი სოუსის ქილას თბილ ადგილას დებს, რომ დაყენდეს და შემდეგ მაცივარში ინახავენ. ასევე შეგიძლიათ პირდაპირ თავსახური დაახუროთ და რამდენიმე საათით მაცივარში შეინახოთ. შემდეგ უკვე შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. რა თქმა უნდა, თუ სოუსს მაცივარში 1 დღე გააჩერებთ, უფრო ცხარე გახდება, თუმცა ასეთი შინაურული მდოგვი შეგიძლიათ 1-2 საათის შემდეგ დააგემოვნოთ.

სოუსის სიცხარე მდოგვის ფხვნილის ხარისხზეა დამოკიდებული, ამიტომ შეძენისას ფხვნილის მომზადების თარიღს დახედეთ.