ალუბლის შეჭამანდი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. გემრიელი და სასარგებლო წვნიანი

2212

ქართლში ალუბლის შეჭამანდი სხვადასხვაგვარად მზადდება, არსებობს მისი განსხვავებული რეცეპტიც, რომლის მიხედვითაც შეჭამანდს ნიგვზით, მწვანილითა და ნივრით აზავებენ. დღეს გასტრონომია მარტივი შეჭამანდის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • ალუბალი – 500 გ
  • წყალი – 200 მლ
  • ხახვი – 1 ცალი (პატარა ზომის თავი )
  • კარაქი – 30 გ
  • პიტნა – რამდენიმე ფოთოლი
  • ფქვილი – 20 გ
  • შაქარი -5-10 (გემოვნების მიხედვით)
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ჩაასხით 200 მლ წყალი საშუალო ზომის ქვაბში და წამოადუღეთ, ჩაყარეთ ნედლი ალუბალი და ადუღეთ 10 წუთს. შემდეგ გადაწურეთ საწურზე და გახეხეთ მოხარშული ალუბლის რბილობი. გადაწურული ნახარში შეინახეთ.
  2. დაჭერით ხახვი წვრილად და კარაქთან ერთად მოშუშეთ გაოქროსფრებამდე, ჩაამატეთ გახეხილი ალუბლის მასა და გაათხელეთ ალუბლის ნახარშით. წამოადუღეთ.
  3. წინასწარ მოამზადეთ სოუსი – პატარა თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ ცოტაოდენი ალუბლის ცხელი ნახარში და კარგად ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. შემდეგ ნელ-ნელა ჩაუშვით ალუბლის ადუღებულ შეჭამანდში და თან მუდმივად ურიეთ. მასა ოდნავ უნდა შესქელდეს.
  4. გადმოგით ქვაბი ცეცხლიდან და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი პიტნა, დაამატეთ მარილი და შაქარი. ქვაბს დაახურეთ თავსახური და 5-10 წუთს გააჩერეთ.

ულუფა: 2

დრო: 45 წუთი

სირთულე: მარტივი