მარწყვის ნაზი ტორტი ცხობის გარეშე – წარმოუდგენლად გემრიელია!

541

ამ დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 30 წუთი და მინიმალური რაოდენობის ინგრედიენტები.

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 100გ
  • მარწყვი 300გ
  • ნატურალური იოგურტი 400გ
  • მშრალი ჟელატინი 10გ
  • თეთრი შოკოლადი 2 ცალი
  • წყალი 50მლ

მომზადება

  1. ჟელატინს დაასხით წყალი.

2. კარგად მოურიეთ.

3. დაელოდეთ ამოფუებას.

4. გარეცხეთ კენკრა.

5. დაჭერით ფირფიტებად.

6. წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი.

7. დაუმატეთ იოგურტი.

8. მიკროტალღურში გაალღვეთ ჟელატინი

9. დაუმატეთ კრემს.

10. ჯამი ამოფინეთ ქაღალდით.

11. პირველ რიგში მოათავსეთ მარწყვი.

12. შემდეგ კრემი.

13. შემდეგ კი ორცხობილა.

14. ისევ კრემი.

15. შემდეგ კენკრა.

16. ასე მიყევით აწყობას.

17. ბოლო ფენა უნდა იყოს ორცხობილის.

18. შეინახეთ მაცივარში.

19. გამოიტანეთ 3საათის შემდეგ.

20. გადაიტანეთ თეფშზე და მოაშორეთ პარკი.

გემრიელად მიირთვით!