მარილწყალს ბოლომდე ვსვამთ: დამარინადებული პომიდორი ძმრის გარეშე

2171

კერის თითოეული მფარველი პასუხისმგებლობით ეკიდება იმ საკითხს, რომ ოჯახის წევრებმა არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წელი საყვარელი ბოსტნეული მიირთვან. პირადად, სხვადასხვა რეცეპტით ბევრ კონსერვს ვინახავ, რომ რაციონი გავამრავალფეროვნო. ერთ–ერთი ბოლო აღმოჩენა ძმრის და კამის გარეშე დამარინადებული პომიდორი გახდა.

ამ მეთოდით მომზადებისას შევნიშნე, რომ ნაყოფი არ სკდება, განსაკუთრებით ლამაზი და წვნიანი რჩება. პომიდორი ზომიერად მარილიანი, ოდნავ ტკბილი გამოდის. მიხაკი დარიჩინთან ერთად გარკვეულ პიკანტურობას მატებას. ჩამოთვლილი ინგრედიენტების რაოდენობით სამლიტრიანი ქილა შეუდარებელი დამარინადებული გემრიელობა გამოვა.

რას ერთად მივირთვათ ასეთი დამარინადებული პომიდორი?

დამარინადებლი პომიდორი კარტოფილის პიურესთან ან ნებისმიერ ფაფასთან ერთად შეუდარებელია. ქმარს გამომცხვარ ხორცთან ან თევზთან ერთად მოსწონს. აქ, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. არომატული მარილწყალი, რომელიც მწნილში რჩება, შეგიძლიათ დალიოთ, მასში მავნე არაფერია.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ პომიდორი
  • 5 ს/კ შაქარი
  • 4 კბილი ნიორი
  • 3 გ დარიჩინი
  • 1 ჩ/კ ლიმონმჟავა
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 4 მიხაკი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პომიდორი გარეცხეთ და ქილაში ჩატუმბეთ. ქილის ძირში უფრო დიდი ნაყოფი მოათავსეთ, ზემოდან – პატარა.

2. დაჭრილი ნიორი, წიწაკის მარცვლები, მიხაკი და დარიჩინი დაუმატეთ.

3. მდუღარე წყალი დაასხით და გააგრილეთ. წყალი გადაასხით.

4. ქილას მარილი, შაქარი და ლიმონმჟავა დაუმატეთ. მდუღარე წყალი განმეორებით დაასხით და მოხუფეთ.

სურვილის შემთხვევაში, რამდენიმე დაფნის ფოთოლი და მწვანილი დაუმატეთ, თუმცა მათ გარეშეც სასიამოვნოდ ტკბილ–ცხარე გამოდის. გემრიელად მიირთვით!