მან კარტოფილი გაჭრა 2 ნაწილად – 30 წუთში განუმეორებელი კერძი მიიღო.

847

ჟიულენის მეთოდით – ეს პროდუქტის დაჭრის ერთერთი მეთოდია. მაგრამ პოპულარული და არაორდინალური კერძი, მაინც ბევრისთვის დაეჭვების საგანია: ამოვკრებეთ კოვზით მისი გული, მაგრამ რა?

დღეს ჩვენ მოვამზადებთ სოკოს კარტოფილის ქერქში. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კერძი არ არის დიეტური, მაგრამ ღირს მისი მომზადება.

ინგრედიენტები

  • 4 კარტოფილი
  • 400გ სოკო
  • 1 ხახვი
  • 100გ კარაქი
  • 1/2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 250მლ ცხიმიანი ნაღები
  • 100გ ყველი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ კარტოფილი, არ გათალოთ. გაჭერით შუაზე.

2.კოვზით ამოიღეთ კარტოფილის გული. მოღებული ნაწილისგან შეგიძლიათ მოამზადოთ პიურე, რადგან ამ რეცეპტში აღარ გამოგადგებათ.

3.მზა კარტოფილი მოათავსეთ ცივ წყალში.

4.დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ კარაქი, მასში მოთუშეთ სოკო დაახლოებით 5-7 წუთი. დაუმატეთ დაქუცმაცებული ხახვი, მოთუშეთ კიდევ 7 წუთი საშუალო ცეცხლზე. მოაყარეთ ფქვილი და სწრაფად მოურიეთ.

5.მოასხით ნაღები, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოთუშეთ კიდევ 3-4 წუთი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

6.თითოეული კარტოფილში მოათავსეთ ცოტა კარაქი და ამოავსეთ შიგთავსით, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 15 წუთი.

7.მოაყარეთ ყველი და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!