კერძი „ყველაფერი ერთში“. ვახშამს ქათმის ფილეთი ვამზადებ

1018

კერძი „ყველაფერი ერთში“ ძალიან მიყვარს. ინგრედიენტები ერთ ტაფაზე დააწვეთ და 1 საათში მზადაა. ასეთი რეცეპტები დაკავებული საღამოებისთვის იდეალურია. ნაკლები დალაგება და ჭურჭლის რეცხვა საკუთარი თავისა და ოჯახისთვის მეტ დროს ნიშნავს. სწორედ ამიტომ, სრულფასოვანი ვახშამი ქათმის ფილეთი ჩემი მაგიდის ხშირი სტუმარია.

ქათმის ხორცი დიეტურია, გარდა ამისა, ადვილად ათვისებადი ცილების, ვიტამინების და მინერალების წყაროა. ნებისმიერ სხვა სახეობის ხორცზე უფრო სწრაფად მზადდება, რაც მისი დიდი უპირატესობაა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ქათმის ფილე ვერ დაგანაყრებთ. გარდა ამისა, ამ რეცეპტში გვხვდება კარტოფილი, ბევრი სანელებელი და კვერცხი–არაჟნის სოუსი. მადის აღმძვრელად ჟღერს, ასეა? Gastronomia.ge–ს რედაქცია მის მომზადებას გირჩევთ!

ინგრედიენტები:

  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ კარი
  • 1 პომიდორი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • 3 კარტოფილი
  • მარილი გემოვნებით
  • თავშავა გემოვნებით
  • 2 ქათმის ფილე
  • 200 გ არაჟანი
  • 1 ჩ/კ ხმელი პიტნა
  • 100 გ ჩედერი

მომზადების წესი:

1. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, კარტოფილი – რგოლებად.

2. საცხობ ფორმას 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი დაასხით. დაჭრილი ხახვი, ზემოდან კარტოფილი დააწყვეთ. კიდევ ერთი კოვზი ზეთი მოასხით. მარილი, თავშავა, წითელი და შავი წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

3. ქათმის ფილე მსხვილ კუბებად დაჭერით. მარილი, წიწაკა, თავშავა მოაყარეთ და აურიეთ.

4. კვერცხი, არაჟანი, კარი, პიტნა და 1 ჩ/კ მარილი აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე სათქვეფით ათქვიფეთ.

5. ქათმის ფილე საცხობ ფორმაში კარტოფილის ზემოდან დააწყვეთ, კვერცხი–არაჟნის სოუსი თანაბრად მოასხით. პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ ფოლგა დააფარეთ.

6. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.

7. პომიდორი რგოლებად დაჭერით და ჩედერი გახეხეთ.

8. მითითებულ დროში კერძი ღუმელიდან გამოიღეთ, გახეხილი ყველი მოაყარეთ და ზემოდან პომიდორი დაადეთ. მარილი მოაყარეთ. კიდევ 10 წუთით აცხვეთ. სუფრაზე გატანის წინ დაქუცმაცებული მწვანე ხახვი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!