კალინის ჟელე

110

კენკრა კალინი – ვიტამინების საბადოა. მას ოდითგანვე აღმერთებდნენ თავისი სამკურნალო თვისებების გამო, ხოლო მისგან მომზადებული კერძები – ერთდროულად დესერტიცაა და წამალიც. ხასხასა წიტელი კენკრა მდიდარია A და E ვიტამინით, შეიცავს ორჯერ დიდი რაოდენობით ვიტამინ C და 5 ჯერ მეტ რკინის მარილს ვიდრე ციტრუსი. კალინა ეხმარება ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, გასტრიტის, კოლიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გაციების და სისძარღვების სპაზმების განკურნაში.

კალინისგან ამზადებენ ჯემებს, სასმელებს, კომპოტს, კამფეტებს, მას ურევენ თაფლს და გამოდის უგემრიელესი ჟელე. დღეს ჩვენ სწორედაც, რომ ჟელეს მოვამზადებთ, რომელიც გამოირჩევა საოცარი არომატით და მისთვის დამახასიათებელი გემოთი. ქვემოთ მითითებული ინგრედიენტებისგან თქვენ მიიღებთ 1ლ უგემრიელეს ჟელეს.

ინგრედიენტები

  • კალინა 1კგ
  • შაქარი 1კგ
  • წყალი 2 ჭიქა

მომზადება

1.ყურადღებით გადაარჩიეთ და გაფუჭებული ნაყოფი გადააგდეთ. კალინა ჩაყარეთ თუშფალანგში და გარეცხეთ გამდინარე წყალში.

2.დიდი ქვაბი აავსეთ წყლით  თითქმის ბოლომდე, აადუღეთ, თუშფალანგი მოათავსეთ ადუღებულ წყალში 5 წუთით. ეს კენკრას დაარბილებს და დააკარგინებს სიმწარეს.

3.ხის კოვზის და საცერის დახმარებით გამოწურეთ კალინა. მიღებულ პიურეს დაუმატეთ შაქარი, წყალი და კარგად მოურიეთ.

4.მასა დაბალ ცეცხლზე აადუღეთ 50 წუთი, ამ დროის განმავლობაში ის უნდა გასქელდეს, გადაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში, გასაგრილებლად დატოვეთ ოთახის ტემპერადურაზე, ხოლო შემდეგ შეინახეთ მაცივარში.

გაითვალისწინეთ, რომ კალინს ჟელე ზამთარში ქილაშივე გაგრილდება. სურვილისამებრ შეგიძლიათ შეამციროთ შაქრის რაოდენობა და გამოიყენოთ 800გ. ეს ჟელე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამცხვრებში და ტორტებში. ეს არის ტკბილეული, რომელიც სასარგებლოცაა და ძალიან გემრიელიც.