მწვანე ხახვის ნამცხვარი

502

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ცომი 400გ
  • მწვანე ხახვი
  • კარაქი 2 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • კვერცხი (გული) 1 ცალი
  • ცხიმიანი ნაღები 1/2 ჭიქა
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • ყველი კონტე 1/2 ჭიქა
  • მწვანილი
  • მარილი
  • წიწაკა
  • ფქვილი

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
  2. ფქვილიან ზედაპირზე მოათავსეთ ცომი, გააბრტყელეთ. ჩააფინეთ ფორმაში ისე, რომ გვერდები კარგად იყოს ამოყვანილი, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შეინახეთ მაცივარშუ 30 წუთი.
  3. ცომს დააფარეთ ქაღალდი, ზემოდან მოაყარეთ ლობიო და გამოაცხეთ 20 წუთი. მოაშორეთ ლობიო და ქაღალდი, გამოაცხეთ დამატებით 10 წუთი.
  4. ღუმელის ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 160 გრადუსამდე. დაჭერით ხახვი. მოთუშეთ კარაქში და გააგრილეთ.
  5. კვერცხი და გული ათქვფეთ, დაუმატეთ ხახვს ნაღებთან, არაჟანთან, მარილთან, ყველთან ერთად.
  6. გაგრილებულ ნამცხვარში მოათავსეთ შიგთავსი და გამოაცხეთ 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!