რაღა დაგიმალოთ და მე პირადად მჭადთან ყველაზე მეტად ისპანახის ფხალი მეგემრიელება. ყველა ფხალი თავისებურად გემრიელია, მაგრამ სასარგებლო თვისებებით და გემოთი, ჩემთვის ისპანახი იდეალურია, ამიტომაც ჩვენს ოჯახში ეს კერძი ხშირად მზადდება, ზუსტად ამ რეცეპტით, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ…
ინგრედიენტები:
- ისპანახი – 1კგ
- ნიგოზი – 100-150 გ
- ხახვი – 2 თავი
- ქინძი – 100 გ
- ბროწეული – 2 სუფრის კოვზი
- ოხრახუში – 20 გ
- მარილი, წიწაკა და ძმარი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ისპანახი გავარჩიოთ, მოვაცალოთ ფესვები, ყვითელი ფოთლები და გავრეცხოთ ცივ წყალში.
- ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 10-15 წთ.
- გადავიტანოთ საწურზე და გავაცივოთ.
- ხელით კარგად გავწუროთ და დანით დავკეპოთ. შეიძლება ხორცსაკეპში გატარებაც.
- ცალკე დავნაყოთ ან ხორცსაკეპში გავატაროთ ნიგოზი და ნიორი. დავამატოთ დაფქული წითელი წიწაკა, ძმარი, ცოტა ისპანახის ნახარში.
- ყველაფერი ეს ავურიოთ დაკეპილ ისპანახში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ხახვი და კარგად ავსრისოთ.
- სუფრაზე მიტანისას შეიძლება მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და ბროწეულის მარცვლები.