გაგრილებას ვერ ასწრებს! ვამზადებთ გემრიელ კერძს უბრალო კარტოფილით

1215

კარტოფილით მრავალი კერძის მომზადება შეგვიძლია. სოსისი ან ხორცი შეგიძლიათ დაუმატოთ, რომ კიდევ უფრო გემრიელი გამოვიდეს.

ინგრედიენტები:

  • 3 კარტოფილი
  • 200 გრ ძეხვი ან ხორცი
  • 2 კვერცხი
  • მწვანე ხახვი და მწვანილი
  • მარილი და სანელებლები
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ზედმეტი წყალი გადაასხით ან გადაწურეთ.
  2. კვერცხი, სანელებლები, მარილი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. ძეხვი ან მოხარშული ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  4. მწვანე ხახვი და მწვანილი წვრილად დაჭერით.
  5. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
  6. ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ და პატარა ბლინები მოათავსეთ. თავსახური დაახურეთ და რამდენიმე წუთით თითოეული მხრიდან შეწვით.
  7. ბლინები კიდევ უფრო გემრიელი რომ იყოს, მეორეჯერ გადააბრუნეთ და გახეხილი ყველის და პაპრიკის ნარევი მოაყარეთ.

რეცეპტი 2

ასეთი წასახემსებელი ფუნჩულა მარტივად და სწრაფად მზადდება. გარედან ხრაშუნა და შიგნით რბილი გამოდის. ჩიფსებზე უკეთესია. სუფრიდან წამებში გაქრება.

ინგრედიენტები:

  • 3-4 კარტოფილი
  • 200 მლ რძე
  • 1 ს/კ შაქარი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • 2 სოსისი საექიმო
  • 1 კვერცხი
  • 200 გრ ფქვილი
  • 15 გრ ახალი საფუარი
  • 1 კონა კამა
  • 0,25 ჩ/კ დაფქული კურკუმა
  • 0,25 ჩ/კ დაფქული პაპრიკა
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. ყველა ინგრედიენტი მოამზადეთ. კარტოფილი ცხელ წყალში დარბილებამდე მოხარშეთ.
  2. მოხარშული კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ ან დაჭყლიტეთ. ახალი საფუარი, მარილი, შაქარი და სანელებლები დაუმატეთ.
  3. თბილი რძე და კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ.
  4. სოსისი გახეხეთ, კამა დაჭერით და ცომს დაუმატეთ. აურიეთ და 2/3 ფქვილი დაუმატეთ.
  5. პარკი დააფარეთ  და თბილ ადგილას ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს. ამოსულ ცომს დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ.
  6. ოლადების მსგავს ცომს მიიღებთ. სქელ პარკის ტომარაში გადაიტანეთ. ქილაში ან ჭიქაში ჩადეთ, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს.
  7. ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ. დანით პარკის კუთხე მოჭერით და ცომს მოუჭირეთ. პატარა ნაჭრები ცხელ ზეთში მოათავსეთ. შეწითლებამდე შეწვით, შემდეგ გადააბრუნეთ. ზომაში კარგად გაიზრდება.
  8. კარტოფილის კერძი მზადაა. ფუნჩულა მოწითალო, გარედან ხრაშუნა და შიგნით რბილი გამოვა. გემრიელად მიირთვით!