ფენოვანი ნამცხვარი ხორცის გულსართით

561

ალბათ გგონიათ, რომ ხორცისგან კერძების მომზადება რთულია, ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევთ. მეც ასე მეგონა სანამ ამ რეცეპტს აღმოვაჩენდი.

უმარტივესი ინგრედიენტები დაგვჭირდება წვნიანი ხორცის ნამცვხრის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები

  • წყალი 250მლ
  • შაქარი 0,5 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • საქონლის ფარში 300გ
  • კარტოფილი 1 ცალი
  • კუმინი გემოვნებით
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 20მლ
  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • ხახვი 2 ცალი
  • შავი წიწაკა
  • კარაქი 100გ

მომზადება

1.თბილ წყალს დაუმატეთ ზეთი, შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დაასვენეთ 20 წუთი.

2.მზა ცომი გაყავით 4 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული.

3.გულსართის მოსამზადებლად ფარშს დაიმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხეილი კარტოფილი. მოაყარეთ სანელებლები.

4.თითოეული ცომის ნაწილი გააბრტყელეთ თხლად. წაუსვით გამღვალი კარაქი. თხლად გადაანაწილეთ გულსართი.

5.გადაკეცეთ მარცხნიდან მარჯვნივ, რათა შემდეგ გადაახვიოთ ცომი. ფრთხილად მიეცით კვადრატის ფორმა. თითოეულ ფენას წაუსვით კარაქი. დააფიქსირეთ კუთხეები.

6.ზემოდან წაუსვით კვერცხი და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!