თუ ფარში ცოტაა, მაგრამ ბევრი კატლეტი უნდა მოვამზადო, ნებისმიერ ბოსტნეულს და ფაფას ვუმატებ

644

საინტერესოა, არიან აქ დიასახლისები, რომლებიც ასეთ კატლეტებს ამზადებენ? Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით როგორ მოამზადოთ ბევრი კატლეტი, თუ ცოტა ფარში გაქვთ.

გემრიელი კატლეტის რეცეპტი

  1. ვახშმიდან დარჩენილი ცოტა ქერის ან ნებისმიერი სხვა ფაფა გამოგადგებათ.
  2. 1 მსხვილი სტაფილო საშუალო სახეხზე გახეხეთ და ფაფას დაუმატეთ.
  3. მსხვილი ხახვი და 3–4 კბილი ნიორი გახეხეთ და მასას დაუმატეთ.
  4. ცოტა ახალი კომბოსტო (ზუსტად 200 გრ) წვრილად დაჭერით, მარილი მოაყარეთ და ხელით კარგად დასრისეთ. დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.
  5. 150-200 გრ ფარში დაუმატეთ.
  6. 2 კვერცხი ჩაატახეთ.
  7. მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.
  8. მთელ მასას კარგად აურიეთ და რამდენიმე წუთით დაბეგვეთ.
  9. კატლეტებს ფორმები მიეცით და კარგად გახურებულ მცენარეულ ზეთში სუსტ ცეცხლზე შეწითლებამდე შეწვით.

კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს გთავაზობთ.

ყაბაყის კატლეტი ფარშით

კერძი შექმნილია სპეციალურად მათთვის, ვისაც ყაბაყი არ უყვარს. არომატული, ფაფუკი, ნაზი ყაბაყის კატლეტი აზრს შეგაცვლევინებთ!

ყაბაყი არა მხოლოდ კატლეტის გემოს არ აუარესებს, არამედ პირიქით, წვნიანობას და სინაზეს მატებს. როგორც კი, ერთხელ მოამზადებთ, თქვენს ოჯახის წევრებში უცვლელ წარმატებას მოიპოვებს.

ინგრედიენტები:

  • 300-400 გრ ნებისმიერი ფარში
  • 1 საშუალო ზომის ყაბაყი
  • 2 კვერცხი
  • 1-2 ს/კ მანანის ბურღული
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • ფქვილი ან საფანელი
  • წიწაკა ან სხვა სანელებელი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. ყაბაყი გარეცხეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. თუ ბოსტნეული გადამწიფებულია, თესლები და ქერქი მოაშორეთ. გამოყოფილი წვენის ნაწილი გადაასხით.
  2. ყაბაყს ხორცის ფარში, კვერცხი და მანანის ბურღული დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ და კარგად აურიეთ. 15 წუთით გააჩერეთ, რომ მანანის ბურღულმა წვენი შეიწოვოს.
  3. წყალში დასველებული ხელებით ფუმფულა კატლეტები გააკეთეთ, ფქვილში ან საფანელში ამოავლეთ და გახურებულ ზეთში ოქროსფერი ქერქის მიღებამდე შეწვით.
  4. ყაბაყის კატლეტი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც გახდომა სურს! ამისთვის ქათმის ან ინდაურის ფარში დაუმატეთ, ხოლო ზეთის რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირეთ. კატლეტი შეგიძლიათ ღუმელში გამოაცხოთ. გემრიელად მიირთვით!