სალათი, რომელიც არასდროს არ არის საკმარისი

3664

სალათი შემწვარი სოკოთი და ქათმით – ეს ნამდვილად იდეალური სალათია, რაც კი გამისინჯავს.

ინგრედიენტები

  • 350გ ქათმის ფილე
  • 220გ დამარინედებული სოკო
  • 4 კვერცხი
  • 150გ ყველი
  • 1 ხახვი
  • 200გ სიმინდი
  • 100გ მწნილი კიტრი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • 70მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.გარეცხეთ ქათმის ფილე და გაამშრალეთ. წაუსვით სანელებლები და დატოვეთ 30 წუთი.

2.ამასობაში მოვამზადოთ დანარჩენი ინგრედიენტები. კვერცხი მოათავსეთ პატარა ქვაბში, მოასხით წყალი და დადგით მოსახარშათ. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით კუბიკებად.

დააქუცმაცეთ ხახვი და გადაიტანეთ ტაფაზე, მოასხით ცოტა ზეთი, შეწვით. დაუმატეთ სოკო და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი.

3.მოხარშული კვერცხი გააგრილეთ. ტაფაზე შეწვით ქათმის ფილე.

შემწვარი ხორცი გადაიტანეთ ქათმის ხელსახოცზე. ამის შემდეგ ფილე დაჭერით კუბიკებად და გადაიტანეთ სასალათეში.

4.გაფრცქვენით კვერცხი, ყველი და კიტრი დაჭერით, გადაიტანეთ სასალათეში.

5.ბოლოს დაუმატეთ მაიონეზი და კარგად გადაურიეთ.

გემრიელად მიირთვით!