ზამთრის სალათი ქათმით “ჟოზეფინა”

994

ზამთრის სალათი “ჟოზეფინა” – ძალიან გემრიელი სალათია. მარტივი იმგრედიენტები და საოცარი გემო, რომელიც მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 1 ცალი
  • ყველი 80გ
  • ქამა სოკო 250გ
  • მწვანე ხახვი
  • კვერცხი 2 ცალი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მარილი
  • მაიონეზი გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ ხორცი მარილიან წყალში. დაელოდეთ გაგრილებას. მოაშორეთ ძვალი და დაჭერით. გარეცხეთ სოკო და გააშრეთ.

2.შეწვით ტაფაზე სოკო. დაჭერით პომიდორი და ყველი. მოხარშეთ კვერცხი და დააქუცმაცეთ.

3.მწვანე ხახვი დაჭერით. მოათავსეთ ღრმა სასალათეში. დაუმატეთ მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოურიეთ.

4.შეინახეთ 1 საათი მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!