მანდარინის კექსი-ეს ტკბილეული სადღესასწაულო განწყობას აუცილებლად შეგიქმნით

965

განსაკუთრებით სუსხიან ამინდებში ვამზადებ ამ უგემრიელეს დესერტს. ოჯახის წევრები აღფრთოვანებულები არიან. ეს ტკბილეული სადღესასწაულო განწყობას აუცილებლად შეგიქმნით.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 2 წიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 3/4 ჭიქა მანდარინის წვენი
  • 1/4 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 2 მანდარინის ცედრა
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ შაქარი, მარილი და კვერცხი. ათქვიფეთ მმიქსერით 3-4 წუთი.

2.გაცერით ფქვიი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ. გახეხეთ 2 მანდარინი და გამოწურეთ. წვენს დაუმატეთ არასურნელოვანი მცენარეული ზეთი.

3.ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ცედრა და წვენი. მოაყარეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ათქვიფეთ მიქსერით 2 წუთი.

4.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. ჩასხით ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

5.მზა კექსს შეგიძლიათ მოასხათ მდნარი შოკოლადი. ამისათვის 50გ შავ შოკოლადს დაუმატეთ 20 მლ რძე და გაალღვეთ.

6.გრილს კექსს მოასხით შოკოლადის მინანქარი და მოაყარეთ ფორთოხლის ცედრა.

გემრიელად მიირთვით!