დამწნილებული პომიდორი ნივრით

489

დამარინადებული პომიდორი -არამარტო გემრიელია, არამედ კერებისთვის საუკეთესო შემავსებელია.

3ლ მარინადისთვის დაგჭირდებათ

  • მარილი 2 სუფრის კოვზი
  • შაქარი 6 სუფრის კოვზი
  • ძმარმჟავა 70% 1 სუფრის კოვზი
  • სურნელოვანი წიწაკის მარცვლები 10 ცალი
  • კამა
  • დაფნის ფოთოლი 3 ცალი
  • ლიმონის მჟავა

მომზადება

  1. გაასტერილეთ ქილები და თავსაფრები.
  2. გარეცხეთ პომიდორი.
  3. მოაშორეთ ყუნწები და მათ ადგილას დაჩხვლიტეთ ხის წკირით. ქილები აავსეთ პომიდორით, დაუმატეთ ნიორი, კამა, წიწაკა, დაფნის ფოთოლი.
  4. თითოეულ ქილაში ჩაასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ 15-20 წუთი. შემდეგ ფრთხილად გადაასხით წყალი.
  5. აადუღეთ საჭირო წყალი და ისევ ჩაასხით ქილებში. 10 წუთში უკან გადმოღვარეთ.
  6. მოამზადეთ მარინადი. ქვაბშ ჩაასხით 2,100ლ წყალი. მოაყარეთ მარილი, შაქარი და აადუღეთ 5-10 წუთი.
  7. ცხელი მარინადი ჩაასხით ქილებში, თითოეულ ქილაში ჩაასხით ძმარმჟავა და მოაყარეთ ლიმონის მჟავა დანის წვერით.
  8. შეფუთეთ და გადმოაბრუნეთ ქილები.

გემრიელად მიირთვით!