დიდი რულეტი ხაჭოთი და მწვანილით: ძეხვის საუკეთესო შემცვლელი!

693

დიდი რულეტი – ორიგინალური კერძი, რომელიც დიეტაზე მყოფებსაც მოეწონებათ. ასეთ შემთხვევაში ბეკონისგან თავი უნდა შეიკავოთ. დღეს ჩვენი რედაქცია საუკეთესო რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ამ კერძის დახმარებით, თქვენ უარს იტყვით მაღაზიაში შეძენილ ხორცზე.

ინგრედიენტები

  • 200გ ხაჭო
  • 1კგ ფილე
  • 400გ ბეკონი
  • 2 მწნილი კიტრი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 50გ მწვანილი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/4 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
  • 100გ მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ქათმის ფილე ჩაჭერით რამდენიმე ადგილას.

2.დაბეგვეთ ფილე. გამოიყენეთ პაკეტი და ისე დაამუშავეთ.

3.დაჭერით ბეკონი, მასზე მოათავსეთ ქათმის ფილე. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

4.დააქუცმაცეთ მწვანილი, ხაჭო გამოატარეთ ხორცსაკეპში. ხაჭოს დაუმატეთ მწვანილი და მოათავსეთ ფილეზე.

5.დაჭერით კიტრი და წიწაკა, მოათავსეთ ხაჭოზე. მჭიდროდ შეახვიეთ რულეტი და მოათავსეთ გამოსაცხობ პაკეტში. პაკეტის ბოლოები დააფიქსირეთ ძაფით.

6.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი, მასზე მოათსვეთ რულეტი. ფორმაში ჩაასხით ცოტა წყალი, ისე რომ რულეტი 1სმ ჩაიძიროს წყალში. გამოაცხვეთ 200-220 გრადუსზე 30-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!