დიასაზლისებს გონიათ, რომ ქათმის ღვიძლი რთული მოსამზადებელია. დღეს მე საპირისპიროს დამტკიცებას ვაპირებ. 10 წუთში უგემრიელეს ოლადებს მოვამზადებ.
წვნიანი გულსართი და ხრაშუნა ზედაპირი ხდის ოლადებს იდეალურს. გარნირი თავად აირჩიეთ: წიწიბურა, ბრინჯი, ბოსტნეული ან კარტოფილი.

ინგრედიენტები
- ქათმის ღვიძლი 1კგ
- ხახვი 1 ცალი
- სახამებელი 100გ
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი და შავი წიწაკა
- მზესუმზირის ზეთი
მომზადება
1.წვრილად დაჭერით ხახვი და ღვიძლი. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და მოურიეთ. მოაყარეთ სახამებელი და ათქვიფეთ.

2.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით ოლადები ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!
 
            








