გემრიელი ღვეზელის რეცეპტი ქლიავისა და ხაჭოს შიგთავსით

861

ქლიავის ღვეზელები სამართლიანად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და წვნიანი ცომეული. დღეს სწორედ ამ არომატული დესერტის ახალი რეცეპტს გაგიზიარებთ.

ქლიავისა და ხაჭოს კომბინაცია ღვეზელს მოტკბო-მომჟაო გემოს აძლევს, ნაზი საფუარიანი ცომი კი მას სრულყოფილს ხდის.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ხორბლის ფქვილი
  • 2 ც კვერცხი
  • 7 გრ საფუარი
  • 250 გრ ხაჭო
  • 450 გრ ქლიავი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 125 მლ რძე
  • 90 გრ შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  • 30 გრ სიმინდის სახამებელი
  • 50 გრ შაქრის პუდრი

მომზადების წესი

1. ოდნავ გააცხელეთ რძე და მასში საფუარი გახსენით. დაუმატეთ 1 ც კვერცხი, 50 გრ შაქარი, ფქვილი და გამდნარი კარაქი. მოზილეთ ცომი და დაახლოებით 1 საათით თბილ ოთახში გააჩერეთ.

2. შიგთავსის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, 1 ც კვერცხი და 40 გრ შაქარი. ქლიავი დაჭერით პატარა ნაჭრებად და ხაჭოში შეურიეთ, ბოლოს სახამებელი დაუმატეთ.

3. საცხობ ქაღალდზე გაიყვანეთ ცომი 30X40 ფირფიტად და საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ. სიგრძეში ცომი სან ნაწილად გაყავით, გვერდითი კიდეები კი ნაძვის ხის მსგავსად 5 ნაწილად გაჭერით თითოეული.

4. ცენტრში განათავსეთ შიგთავსი, კიდეები შიგნით ჩააწებეთ და შიგთავსი დაფარეთ ცომის ზოლებით ჯვარედინად, თითქოს თმას წნავდეთ. გააჩერეთ ღვეზელი 15 წუთით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში.

5. მინანქრის მოსამზადებლად შაქრის პუდრს შეურიეთ ლიმონის წვენი და მოურიეთ, თქვენ უნდა მიიღოთ არც ისე თხევადი ერთგვაროვანი მასა. როდესაც ღვეზელი ოდნავ გაგრილდება, დაფარეთ იგი მინანქრით.

ქლიავის სეზონზე ეს ღვეზელი აუცილებლად უნდა მოამზადოთ. გემრიელად მიირთვით!