Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ბორშის შესანიშნავ საკაზმს „ტორჩინი შინაურულად“, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ. ასეთი საკაზმით ბორში სწრაფად მზადდდება, ხახვის გამო ცრემლებად არ დაიღვრებით, როგორც ყველა ნაცნობ რეკლამაში ამბობენ. გარდა ამისა, საკაზმი შეგიძლიათ უბრალოდ პურს წაუსვათ და სწრაფად დანაყრდეთ, სანამ ბორში იხარშება.
ინგრედიენტები:
- 2 კგ ჭარხალი
- 0,5 კგ ხახვი
- 0,5 კგ სტაფილო
- 500 მლ პომიდვრის წვენი
- 1 ცხარე წიწაკა
- 5 კბილი ნიორი
- 0,25 ჭიქა 3%–იანი ძმარი
- 1 ჭიქა მცენარეული ზეთი (მზესუმზირა)
- 0,5 ჭიქა შაქარი
- 0,5 ჭიქა მარილი (ან გემოვნებით: დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მარილიანია პომიდვრის წვენი)
როგორ მოვამზადოთ ბორშის საკაზმი „ტორჩინი შინაურულად“:
- რეცეპტში მითითებული ყველა ბოსტნეული გარეცხეთ, დაჭერით, შემდეგ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. სახეხზეც შეგიძლიათ გახეხოთ ან ზოლებად დაჭრათ.
- ახლა ზეთი, შაქარი, ძმარი, მარილი დაუმატეთ და 1 საათით ცეცხლზე დადგით.
- როგორც კი, ბოსტნეული მოიხარშება, ქილებში გადაანაწილეთ და საოცარი გემოთი ისიამოვნეთ!
ვფიქრობ, ბორშის შინაურული საკაზმი წარმოუდგენელი სიმსუბუქის და სწრაფი მომზადების გამო მოგეწონებათ.