ბოლო დროს ოჯახის წევრები ვაშლის და ყაყაჩოს რულეტის გაკეთებას ხშირად მთხოვენ

684

ფენოვანი ცომის რულეტი ყაყაჩოს შიგთავსით ჩემი კულინარიული აღმოჩენაა. ქმარი და ბავშვები დილიდან მის გაკეთებას მთხოვენ, ამბობენ, რომ ყაყაჩო და ვაშლი ბევრი არასდროსაა. უფრო ნაზი შიგთავსის მისაღებად ყაყაჩო შეგიძლიათ ყავის საფქვავში დაფქვათ. ამ პეროგში არა მხოლოდ შიგთავსია გასაოცარი, არამედ შიგთავსით გაჟღენთილი ცომი, შემწვარი ხრაშუნა ქერქი განსაკუთრებით შთამბეჭდავია! Gastronomia.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ რულეტი ყაყაჩოთი და ვაშლით.

ფენოვანი ცომის რულეტი ყაყაჩოთი

ინგრედიენტები:

  • 130 გრ ყაყაჩო
  • 130 გრ ქიშმიში
  • 2 ვაშლი
  • 1 კვერცხი
  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 50 გრ შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 40 გრ კარაქი
  • 500 მლ წყალი
  • 1 ფილა თეთრი შოკოლადი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

1. ქიშმიში წინასწარ გარეცხეთ, ქვაბში გადაიტანეთ. აქვე ყაყაჩო დაუმატეთ. წყალი დაასხით. საშუალო ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ.

2. ვაშლი გათალეთ, მარცვლები მოაშორეთ. ვაშლი წვრილად დაჭერით და ტაფაზე გადაიტანეთ. შაქარი და ვანილის შაქარი დაუმატეთ. 10 წუთით თუშეთ, მუდმივად აურიეთ. წვრილ საწურში ყაყაჩო და ქიშმიში დაწურეთ. ზედმეტი სითხე უნდა დაწუროთ. ამის შემდეგ ქიშმიში და ყაყაჩო დააბლენდერეთ.

3. ყაყაჩოს შიგთავსს ვაშლი დაუმატეთ და აურიეთ.

4. პერგამენტის ქაღალდზე მზა უსაფუარო ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ. ფართო კიდეს 4 სმ–ით დაშორდით და ზემოდან 2 სმ–ით, ცომს შიგთავსი დაუმატეთ. პერგამენტის ქაღალდით ცომი რულეტივით დაახვიეთ და კუთხეები შეკარით. ბოლოს რულეტი ნაკერით ქვემოთ მოათავსეთ.

5. რულეტი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. რულეტი ზემოდან დიაგონალურად და ირიბად მსუბუქად დასერეთ. რულეტს ათქვეფილი კვერცხი წაუსვით.

6. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით მომზადებამდე აცხვეთ. მზა რულეტი 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ რულეტს გამდნარი თეთრი შოკოლადი მოასხით. გემრიელად მიირთვით!

ფენოვანი ცომის რულეტი ყაყაჩოთი ნამდვილი აღმოჩენაა. ცომის მომზადებაზე დროს არ დახარჯავთ, ასეთი რულეტი საკმაოდ სწრაფად, მარტივად ცხვება. ყველაზე რთული ვაშლი–ყაყაჩოს შიგთავსის მომზადებაა, მაგრამ ნამდვილად ღირს. სხვათა შორის, ასეთი შიგთავსი ღვეზელისთვის გამოგადგებათ. მთავარია, დროულად შეჩერდეთ, რომ ერთ ჭამაზე მთელი რულეტი არ შემოგეჭამოთ. როგორც ვარიანტი, 2 რულეტი შეგიძლიათ მოამზადოთ!