მადისაღმძვრელი სტაფილოსა და ხაჭოს სალათი მსუბუქი ვახშმისთვის

2420

გაზაფხულის დადგომასთან, ყველა ცდილობს ფორმაში ჩადგეს, რათა თავდაჯერებულად და ლამაზად იგრძნოს თავი. არავის სჭირდება ზედმეტი წონა, დაპატარავებული ტანსაცმელი, მაშ დავიწყოთ ამ საკითხზე ზრუნვა.

ზედმეტ წონასთან ბრძოლაში სტაფილო და ხაჭო დაგეხმარებათ. სტაფილო დიდი ოდენობით ვიტამინებს, უჯრედისს და კაროტინს შეიცავს, რომელიც სასარგებლოა თმისა და კანისთვის. ფოსფორისა და კალციუმის წყალობით, რომელსაც ხაჭო შეიცავს, მაგრდება ძვლები. მათი შერევით კი მიიღებთ სასარგებლო და გემრიელ სალათს, რომლითაც მსუბუქად ივახშმებთ ან წაიხემსებთ ფიტნესის შემდეგ.

ინგრედიენტები

  • 150 გრ სტაფილო
  • 150 გრ ხაჭო
  • 20 გრ მწვანილი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • 1 ს.კ. ზეითუნის
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ და გახეხეთ სტაფილო.

2. დაჭყლიტეთ ხაჭო ჩანგლით.

3. შეურიეთ ხაჭო, სტაფილო, დაჭრილი მწვანე ხახვი, მწვანილი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი.

ეს ჯანსაღი და გემრიელი სალათი შეგიძლიათ შეანელოთ ნატურალური იოგურტით. ზეითუნის ზეთის ჩანაცვლება შესაძლებელია სელის, ქუნჯუთის ან თხილის ზეთით. დატკბით მსუბუქი კერძით და გახსოვდეთ, რომ დიეტური საკვებიც გემრიელი უნდა იყოს!