ბიუჯეტური და ნოყიერი კარტოფილის კატლეტები შიგნით სოსისით

495

ყოველთვის ახალ ხორცს და ხარისხიან ფარშს ვერ იყიდით. სწორედ ამიტომ, ბევრი დიასახლისი გემრიელ და იაფ კერძებს ამზადებს. დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია ბიუჯეტური კატლეტის მომზადების რეცეპტს გთავაზობთ.

დაგვეთანხმეთ, მთელი ოჯახის დასანაყრებლად საკმარის ხორცს ვერ იყიდით. რაღაც უნდა დათმოთ. ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ ხარისხიანი სოსისი შეიძინოთ და საღამოსთვის კატლეტები გააკეთოთ. ნოყიერი, გემრიელი და ლამაზი გამოდის.

რატომ უნდა გააკეთოთ კარტოფილის კატლეტები ახლა

კარტოფილის კატლეტის გემო შეგიძლიათ სანელებლებით შეცვალოთ. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული ქათამი, ასევე შემორჩენილი ზურგიელი. მოკლედ ნებისმიერი რამ გამოიყენეთ, რაც გაქვთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 10 რძიანი სოსისი
  • 30 გ მწვანილი
  • 100 გ ხმელი ყველი
  • 200 მლ მზესუმზირას ზეთი
  • საფანელი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარტოფილის პიურე მოამზადეთ. თუ გუშინდელი პიურე გაქვთ, ცოტა შეათბეთ.

2. კარაქთან, წვრილად გახეხილ ყველთან და მწვანილთან ერთად კიდევ ერთხელ დაჭყლიტეთ.

3. ცალკე თასში კვერცხი ჩანგლით ან სათქვეფით ათქვიფეთ. მეორე თასში საფანელი ჩაყარეთ.

4. ახლა თითოეული სოუსი მზა პიურეში გაახვიეთ.

5. ჯერ საფანელში ამოავლეთ, შემდეგ – კვერცხში.

6. ტაფაზე მზესუმზირას ზეთი გააცხელეთ და კატლეტები ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. დაახლოებით 3 წუთში მზად იქნება!

ასეთი კარტოფილის კატლეტები სამსახურში წასაღებად ან პიკნიკზე წასახემსებლად ძალიან მოსახერხებელია. კერძი საღამოს კარგად დაგანაყრებთ. გამოდის გემრიელი კერძი ორი ერთში: ხორციც არის და გარნირიც. ამზადებთ უჩვეულო კატლეტებს თუ იცავთ კულინარიულ კლასიკას?