ბანანის მაჭკატები – დაიწყეთ დღე ბედნიერად და პოზიტიურად

ეს არაჩვეულებრივი და მარტივი რეცეპტი, უგემრიელესი ბანანის მაჭკატების მომზადებას გასწავლით. ის შესანიშნავი ვარიანტია საუზმისთვის, მისი მირთმევის შემდეგ თქვენი დღე ბედნიერად და პოზიტიურად წარიმართება!

ინგრედიენტები:

  • 0.5 ლიტრი იოგურტი
  • 7 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 0.5 ჭიქა შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 0.5 ჩაის კოვზი სოდა
  • 0.5 ცაის კოვზი მარილი
  • 2-3 ცალი ბანანი
  • მცენარეულიზ ეთი

რჩევა: აჯობებს შედარებით ცხიმიანი იოგურტი აირჩიოთ.

მომზადების წესი:

1. ჯამში კარგად აურიეთ იოგურტი, კვერცხი, ფქვილი, შაქარი, მარილი და სოდა

2. ასე უნდა გამოიყურებოდეს მზა ცომი. ჯერ ერთი პორცია მაჭკატები შეწვით, თუ ალადები თხელი გამოვიდა – ცომს ფქვილი დაუმატეთ.

3. გაარჩიეთ ბანანი და 4 ნაწილად გაჭერით.

4. გაცხელებულ, ზეთწასმულ ტაფაზე ბანანი განაჭერი ნაწილით დადევით და ზემოდან ცომი დაადევით. ბანანის ნაჭერი სრულად უნდა დაიფაროს. ცომი ორივე მხრიდან შებრაწეთ სრულ მზაობამდე.

5. შეგიძლიათ მზა ალადებს ვანილიანი შაქრის ფხვნილი მოაყაროთ, ეს მათ უფრო არომატულსა და ტკბილს გახდის.

ამ საუზმის მოსამზადებლად სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ, ის შეგიძლიათ მთელი ოჯახისთვის მოამზადოთ, გარწმუნებთ ეს გემო გულგრილს ვერავის დატოვებს!