ბადრიჯანი ნებისმიერი სახით გემრიელია, ეს ყველა გურმანმა იცის, ამიტომ “გასტრონომიას” რედაქციამ მოამზადა სრულიად უჩვეულო ბადრიჯნის კერძი არაჟნით.
მზა კერძი ძალიან ჰგავს სოკოს, მის მომზადებას კი დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. დამწყები მზარეულების იოლად გაუმკლავდებიან ამ ნაზი და არომატული კერძის შექმნას.
ინგრედიენტები
- 1 ც ბადრიჯანი
- 1 ც ხახვი
- 150 მლ არაჟანი
- 1-2 კბილი ნიორი
- მწვანილი გემოვნებით
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გაფცქვენით ხახვი და დაჭერით წვრილად.
- გარეცხეთ ბადრიჯანი და დაჭერით მომცრო კუბებად.
- თასში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, მოათავსეთ ბადრიჯანი და დატოვეთ ნახევარი საათით.
- მოთუშეთ ზეთში ხახვი.
- გაავლეთ წყალი ბადრიჯანს, დაწურეთ ხელით, დაუმატეთ ხახვს. როცა ბოსტნეული შეწითლდება, დაუმატეთ არაჟანი, დაჭრილი ნიორი და კარგად მოურიეთ.
- დაუმატეთ მარილი, პილპილი და მოთუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გემრიელად მიირთვით!
მზა კერძი ძალიან ჰგავს სოკოს და მისი პლიუსი იმაშია, რომ კარგია ცივად და ცხლადაც. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!