აფხაზურა – კერძი, რომელიც ქართული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია!

2492

დასავლური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სიცხარე, ინგრედიენტების მრავალფეროვნება, ბროწეული, სანელებლები და შესანიშნავად შეზავებული ხორცი ქმნის კერძს, რომელიც ქართული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია.

ინგრედიენტები: 

  • ხბოს ხორცი – 350 გ
  • ღორის დამარილებული ქონი – 150 გ
  • ხახვი – 60 გ
  • ნიორი – 15 გ
  • ქინძი – 20 გ
  • ხმელი ქინძი – 15 გ
  • უცხო სუნელი – 10 გ
  • ქონდარი – 5 გ
  • კოწახური – 20 გ
  • მწვანე წიწაკა – 10 გ
  • ბადექონი – 100 გ
  • ზეთი – 15 მლ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ხბოს ხორცი, ღორის დამარილებული ქონი, ხახვი, ნიორი და მწვანე წიწაკა. გატარებულ ფარშს მოაყარეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი, მარილი, კოწახური და წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი.
  2. ბადექონი გაშალეთ, დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად და თითოეულში ჩადეთ მომზადებული ფარში, გადაახვიეთ ოვალურად და ხელით ოდნავ გააბრტყელეთ.
  3. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ცოტაოდენი ზეთი. დააწყვეთ აფხაზურები და შეწვით ორივე მხრიდან 4-4 წუთის განმავლობაში. კარგად რომ დაიბრაწება, აფხაზურა მზად არის.

გაიუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.