არომატული პიცა თხელ ცომზე მზარეულის რეცეპტით

59

სახლში გამომცხვარი პიცა ნებისმიერი დიასახლისისთვის ნამდვილი მხსნელია. ნათესავებთან ან მეგობრებთან გართობის შემდეგ ყოველთვის რჩება პროდუქტები: დაჭრილი ხორცი და ყველი, ბოსტნეული, სოუსი. პროდუქტი ტყუილად რომ არ გადაყაროთ, არომატული კერძი მოამზადეთ.

ბევრი დიასახლისი პიცის გამოცხობის რამდენიმე მცდელობის შემდეგ ამ იდეაზე უარს ამბობს. საქმე იმაშია, რომ ცომი ისეთი არ გამოდის, როგორიც პიცერიაშია. ლილია ცვიტი გასწავლით, როგორ მოამზადოთ ისეთი კერძი, რომელსაც საუკეთესო ტრატორიაში ამზადებენ.

როგორ მოვამზადოთ პიცა თხელ ცომზე სახლში

გახსოვდეთ, რომ წარმატების ნახევარი პიცის თხელი და გემრიელი ცომია. ცომს სოუსი აუცილებლად წაუსვით. პომიდვრის, ნაღების, ნივრის და ყველის სოუსი გამოგადგებათ. თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. რა თქმა უნდა, პიცას არ დაუმატოთ ყველაფერი, რასაც მაცივარში იპოვით, რომ სალათი „ოლივიე“ არ მიიღოთ. კერძს ბევრი დანამატი არ სჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 250 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • კეტჩუპი გემოვნებით
  • ზეთისხილი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 350 გ ხორბლის ფქვილი
  • სალიამი გემოვნებით
  • ხმელი ყველი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ოდნავ თბილ წყალს მარილი, შაქარი და საფუარი დაუმატეთ, აურიეთ. ცოტა ზეთი დაასხით, ფქვილი დაუმატეთ და წებოვანი ცომი მოზილეთ. 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ 10 წუთით მოზილეთ.

2. სამუშაო ზედაპირს ზეთი წაუსვით, ცომი მართხკუთხედად გააბრტყელეთ. ახლა კონვერტივით დაკეცეთ, დაამრგვალეთ, თასი დააფარეთ და 1,5 საათით გააჩერეთ.

3. ცომი ორ ნაწილად დაყავით. ცომის ნაწილი პერგამენტზე გადაიტანეთ და პიცის ფორმა მიეცით.

4. ცომის ფენას კეტჩუპი წაუსვით, ძეხვი და ზეთისხილი დააწყვეთ. გახეხილი ყველი მოაყარეთ. 220 გრადუსზე 10-15 წუთით აცხვეთ. იგივე ცომის მეორე ნახევარზე გაიმეორეთ.

პიცისთვის ხარისხიანი ყველი გამოიყენეთ. იაფი და შემორჩენილი ნაჭერი არ გამოგადგებათ. კარგი ყველი შესანიშნავად იწელება, დანარჩენ ინგრედიენტებს წარმატებით ავსებს.