განსხვავებულად გემრიელი და ხრაშუნა დედის რეცეპტით

982

ნამდვილ დიასახლისს, არაფრისგან 3 საოცარი კერძის მომზადება შეუძლია: სალათი, ქუდი და სკანდალი. უკეთ თუ დავფიქრდებით, არაფრისგან ყველაფრის გაკეთება შეიძლება.

დღეს ჩვენ მინიმალური ინგრედიენტებისგან საოცარ დესერტს მოვამზადებთ. ხრაშუნა ფუნჯანის რეცეპტი დედისგან მერგო.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე – კვერცხის ზომის მიხედვით
  • ფქვილი
  • მარილი 1/4 ჩაის კოვზი
  • შაქარი (შაქრის ფხვნილი) 1/2 ჩაის კოვზს + 1,5-2 ჩაის კოვზი ფხვნილისთვის
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

აიღეთ 1 კვერცხი, ჩატეხეთ ჯამში. დაუმატეთ რძე. დედამ ერთი კარგი ხერხი მასწავლა ზუსტი პროპორციის გამოსათვლელად: კვერცხის ნაჭუჭში უნდა ჩაასხათ რძე (შუაზე გატეხილი ნაჭუჭი), 2 ნაჭუჭი რძე ჩაასხით ჯამში. შეგიძლიათ პროპორცია თვალითაც განსაზღვროთ. მაგრამ მე დედაჩემის ხერხს ვენდობი.

დაუმატეთ ცოტა მარილი და შაქარი (დაახლოეით 0,5 ჩაის კოვზი შაქარი და 1/4 კოვზი მარილი). ნაზად ათვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი, საშუალო სისქის. ცომს დააფარეთ თავზე და დაელოდეთ.

მოამზადეთ ფრიტური შესაწვავად.

შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული ზეთი, მაგრამ უმჯობესია თუ გამოიყენებთ ღორის ცხიმს, იხვის ცხიმს ან ბატის ცხიმს. ამ დესერტის გემო ნატურალურ ცხიმზე შეწვისას მეტად გამოიხატება. მე მცენარეული ზეთი და ღორის ცხიმი შევურიე ერთმანეთს.

მოამზადეთ ღრმა და სქელი ჭურჭელი.

არ დაგავიწყდეთ შაქრის ფხვნილის მომზადება.

მოდით დავუბრუნდეთ ცომს. მე გავყავი 4 ნაწილად და გავაბრტყელე თხელ მრგვალ ფირფიტებად.

ახლა კი შეგიძლიათ დაჭრათ და მისცეთ სტანდარტული ფუნჯანის ფორმა, ასევე მარტივად შეგიძლიათ დაამსგავსოთ ვარდს.

ვარდებისთვის დაჭერით ცომი სხვადასხვა ჭიქის ზომაზე, შეაერთეთ, დააჭირეთ ცენტრში და 4-5 ადგილას ჩაჭერით.

ზეთი აუცილებელია კარგად გაცხელდეს, დესერტი შეწვით ორივე მხრიდან, დაწრიტეთ ზედმეტი ცხიმი.

თეფშზე მოათავსეთ დესერტი და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ამ რაოდენობა ცომით გამოგივათ ორი თეფში დესერტი.

გემრიელად მიირთვით!