ბადრიჯანს სახამებელს ვაყრი, უკვე ნახევარ საათში ოჯახს გემრიელი კერძით ვუმასპინძლდები

2051

უნდა ვაღიარო, ბადრიჯანი ბავშვობიდან არ მიყვარს. ამის მიუხედავად, ყოველ სეზონზე ვცდილობ ისეთი კერძი ვიპოვო, რომელიც ამ ბოსტნეულს შემაყვარებს. მგონი ამ ზაფხულს ასეთი რეცეპტი ვიპოვე. ახლახანს მოვამზადე ბადრიჯანი სახამებელში და ტკბილ–მჟავე სოუსში. საოცრად გემრიელი გამოვიდა! მივიღე გემოების იდეალური ბალანსი, რომელზეც ვოცნებობდი. Gastronomia.ge–ს რედაქცია რეცეპტს გიზიარებთ.

ბადრიჯანი სახამებელში

წასახემსებელი იმდენად მომეწონა, რომ ახლა მხოლოდ ასე მოვამზადებ, სანამ ბადრიჯნის და ყაბაყის სეზონი არ დასრულდება. რეცეპტი თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. თან მარტივი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები:

  • 2 საშუალო ზომის ბადრიჯანი
  • 1 ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩილის წიწაკა
  • 1 ს/კ თაფლი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 50 მლ სოიოს სოუსი
  • 4 ს/კ სახამებელი
  • 1 ჩ/კ სეზამის თესლი
  • ქინძი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ბადრიჯანი გარეცხეთ, ყუნწები მოაჭერით და ბოსტნეული თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით. 3 ს/კ სახამებელი მოაყარეთ და აურიეთ. სიმინდის სახამებელს ვიყენებ, ის უფრო მიყვარს. თქვენც მის გამოყენებას გირჩევთ.

2. ბადრიჯანი მცენარეულ ზეთში მომზადებამდე შეწვით. ქერქით დაიფარება. ხახვი და 1 კბილი ნიორი დააქუცმაცეთ. ბოსტნეული იმავე ტაფაში შეწვით. ტაფა შეგიძლიათ არ გარეცხოთ. შემწვარ ხახვს დაუმატეთ ჩილის წიწაკა (შეგიძლიათ მთლიანად) და ზოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. ბოსტნეული 5 წუთი ჩაშუშეთ.

3. ბოსტნეულს ბადრიჯანი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სანამ ჩაიშუშება, სოიოს სოუსი, თაფლი, 1 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი) და დარჩენილი სახამებელი აურიეთ. შედეგად ნარევი კურკუტების გარეშე უნდა მიიღოთ.

4. ეს ნარევი ბოსტნეულს მოასხით და ამ ფერების ამბოხს აურიეთ. დაჭრილი ქინძი დაუმატეთ და ისევ აურიეთ. მზადაა!

ბადრიჯანი სახამებელში: რედაქციის რჩევა

თაფლს არ ვჭამ, ამიტომ მის ნაცვლად ფინიკის სიროფს ვიყენებ. ნებისმიერი სხვა დამატკბობელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, აჰავას ან ვარდკაჭაჭას სიროფი. ამ ინგრედიენტების ხარჯზე ბადრიჯანი ძალიან საინტერესო გემოს იძენს.

თუ მარილი საკმარისი არაა (რეცეპტში საერთოდ არაა), გემოვნებით თამამად დაუმატეთ. სხვა სანელებლის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან აქ მნიშვნელოვანია იგრძნოთ სოიოს სოუსის, ჩილის და რაღაც ტკბილის გემო.

სუფრაზე ბადრიჯანი მაკარონთან ერთად გავიტანე. იაფი და ნოყიერია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გარნირი, რომელიც მოგწონთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ბადრიჯანი იდეალურად შეეთავსება როგორც კარტოფილს, ასევე მარცვლეულს. გემრიელად მიირთვით!