ალუბლის პეროგი, რომელიც რეკორდულად მცირე დროში მზადდება. ფრანგული დესერტი პიკანტური გემოთი

3821

ყველას გვიყვარს ალუბალი, განსაკუთრებით კი მისგან მომზადებული დესერტები, რომლებიც საოცარი არომატითა და მომჟავო გემოთი გამოირჩევა. სამწუხაროდ, დიასახლისების უმრავლესობას საკმარისი დრო პეროგების, ნამცხვრებისა და სხვადასხვა გემრიელი დესერტების ხშირად მოსამზადებლად არ გვაქვს. თუ ოჯახის წევრების განებივრება გსურთ გემრიელი დესერტით და დროში შეზღუდული ხართ, დღევანდელი რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ. ალუბლის პეროგი, რომელიც მზადდება სწრაფად და მარტივად, ძალიან გემრიელი და არომატულია.

ალუბლის პეროგი

ინგრედიენტები:

  • 600 გრამი ალუბალი
  • 30 გრამი გამდნარი კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 250 მლ რძე
  • 100 გრამი ფქვილი
  • 100 გრამი შაქარი
  • 12 გრამი ვანილი
  • მწიკვი მრილი

მომზადება:

1. ალუბალს ამოაცალეთ კურკები, კარგად გარეცხეთ, შეამშრალეთ და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, რომელსაც წინასწარ კარგად უნდა შეაზილოთ კარაქი.

2. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში. მიღებული ერთგვაროვანი მასა დაასხით ზემოდან ალუბალს.

3. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ დესერტი 40-45 წუთით.

4. ალუბლის ძალიან გემრიელი პეროგი მზად არის!

როგორც უკვე გითხარით, ალუბლის პეროგი ძალიან სასიამოვნო არომატითა და პიკანტური, მომჟავო გემოთი გამოირჩევა.  აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და მოამზადეთ ოჯახის წევრებისთვის უგემრიელესი პეროგი. თუ ალუბლის პეროგის მომზადების გამოცდილება გაქვთ, აუცილებლად მოგვიყევით ამის შესახებ და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

გთავაზობთ ვიდეოს დეტალური ინსტრუქციით, თუ როგორ მოვამზადოთ ძალიან გემრიელი პეროგი ალუბლისგან სწრაფად და მარტივად.