მაკარონის ბრაწულა ყველით და ლორით. მარტივი და გემრიელი კერძი

2773

ამ შესანიშნავი კერძისთვის დაგვჭირდება პასტის ერთ-ერთი სახეობა, სახელწოდებით – ფარფალე.  ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბაფთას.

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი წითელი ტკბილი (ბულგარული) წიწაკა
  • 500 გ მაკარონი ფარფალე
  • 150 გ ლორი
  • 1/2 ჭიქა (50 გ) უკურკო შავი ზეთისხილი
  • 250 გ ქორფა ისპანახის ფოთლები
  • 2 ცალი პომიდორი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 2 ს.კ. გახეხილი ყველი

მომზადების წესი:

  1. გრილზე შეწვით ტკბილი წიწაკა, ვიდრე კანი დაურბილდება. ცოტა ხნით გაახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში, შემდეგ გააცალეთ კანი და მოაცილეთ თესლები. დაჭერით წვრილად, სიგრძეზე.
  2. პომიდორი მსუბუქად შეწვით ზეთში და დაჭერით.
  3. დიდ ქვაბში, მდუღარე წყალში მოხარშეთ მაკარონი.
  4. აურიეთ დაჭრილი ლორი, ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი, პომიდორი. ყველაფერი დაყარეთ დიდ ტაფაზე და შემოდგით ცეცხლზე. კარგად გააცხელეთ.
  5. მოხარშულ, გადაწურულ მაკარონს და დაჭრილ ისპანახს დაუმატეთ მომზადებული სოუსი და კარგად ამოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ ყველი და ისე მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!