უგემრიელესი კერძი შავი ქლიავისგან

922
Swiss raclette or the Dutch variant 'gourmetten'. A table filled with ingredients for a dish that is usually served on celebratory evenings like Christmas or New Years Eve in The Netherlands.

სადრესასწაულო მაგიდის მრავალფეროვნება – ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობენ ისეთი დიასახლისებიც, რომლებიც ამაზე სულ არ ფიქრობენ. ყველა დღესასწაულზე ერთი და იგივე.

ამოვსებული ქლიავი

ქლიავი ნიგვზით, კვერცხით და ყველით, თქვენს საახალწლო სუფრას უდაოდ დაამშვენებს. ამ ბრწყინვალე დღესასწაულამდე კიდევ ორი თვეა, მაგრამ გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ კერძების სიის შედგენა არასდროს არის ადრე.

ეს  კერძი ძალიან მოუხდება ხალხმრავალი დღესასწაულის სუფრას. შავი ქლიავი ნიგვზით იქნება ნამდვილი აღმოჩენა.

ეს კერძი მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად. ამავდროულად გამოირჩევა თავისი სპეციფიური გემოთა და არომატით. შავ ქლიავს აქვს საოცრად დამახასიათებელი გემო, ხოლო ნიგოზი ამ გემოს ძალიან უხდება.

ქვემოთ მითითებული ინგრედიენტებით თქვენ მიიღებთ, ამ საოცარი კერძის ოთხ ულუფას.

ინგრედიენტები

  • 130გ შავი ქლიავი
  • 30გ ნიგოზი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 50გ ყველი
  • 4 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • წიწაკების ნარევი
  • მწვანილი
მომზადება

1.თავდაპირველად მოამზადეთ შავი ქლიავი. ამისათვის მას დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10 წუთი.

2.ამავდროულად მოამზადეთ შიგთავსი. კვერცხი და ყველი გახეხეთ წვრილად. ნიორი დაჭყლიტეთ ან წვრილად დაჭერით.

3.ნიგოზი გაასუფთავეთ და მწვანილთან ერთად წვრილად დაჭერით. ამ კერძს ძალიან უხდება ნიორი, მაგრამ ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ისპანახით ან ოხრახუშით.

4.ინგრედიენტები აურიეთ და დაუმატეთ მაიონეზი. მთელ მასას დაუმატეთ წიწაკა გემოვნებით.

5.გამომშრალი ქლიავი ამოიტანეთ წყლიდან და კარგად გამოაშრეთ. გაჭერით გვერდიდან და ამოავსეთ შიგთავსით. გემრიელად მიირთვით!

ამ კერძს არ სჭირდება ძვირადრირებული ინგრედიენტები, მაგრამ მაიც გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული. ეს კერძი ძალიან მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს და სტუმრებს.