9 პროდუქტი, რომლებიც ბუნებრივი გზით გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან

ჩვენს სხეულს გააჩნია საკუთარი დეტოქსიკაციის სისტემა, მაგრამ, სამწუხაროდ კვების სისტემის დარღვევის, ცხოვრების არასწორი რეჟიმის და ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო იგი ხშირად გვიმტყუნებს.

იმისათვის, რომ ამ სისტემამ უფრო აქტიურად იმუშაოს, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მას უნდა მივიღოთ ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც დადებითად იმოქმედებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაზე.

ჩვენ წარმოგიდგენთ 9 პროდუქტს, რომლებიც, მეცნიერების აზრით, ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.

1. დარიჩინი.

ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, დარიჩინს აღწერდნენ, როგორც საჭმლის დეზინფექტორი შესანიშნავი საშუალება.

ეს ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმაც დამოწმა: დარიჩინის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ბუნებრივი კონსერვანტი, ასე საჭმელი უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეინახება.

დარიჩინს შეუძლია კუჭისა და ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზება, რაც თავისთავად, დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებასა და ტოქსინების გამოდევნაზე.

2. თეთრი კომბოსტო. 

ჩვენთვის ყველაზე ნაცნობმა, თეთრმა კომბოსტომაც კი შეიძლება დადებითად იმოქმედოს ორგანიზმის გაწმენდაზე.

პირველ რიგში, იგი ვაშლივითაა, “ფუნჯის” პრინციპით მოქმედებს და წმენდს ნაწლავებს, მის ფურცლებში შემავალი დიდი ოდენობით ბოჭკოს მეშვეობით. მეორეც, თეთრი კომბოსტო ეხმარება ღვიძლს გაწმენდაში.

ეს ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რომელიც აზიანებს მავნე ქიმიკატებს და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით.

3. ჭარხალი. 

ჭარხალს ბევრი ადამიანი სათანადოდ ვერ აფასებს, რადგან მისი გემო არ მოსწონთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა, ერთი ცალი ჭარხალი შეიცავს უფრო მეტ უნიკალურ ფიტოქიმიურ ნივთიერებასა და მინერალებს, ვიდრე სხვა რომელიმე ბოსტნეული.

ჭარხალს ყველაზე მეტი სარგებელი ღვიძლისთვის მოაქვს, იგი მას მავნე დანამატებისგან წმენდს. ამ ბოსტნეულს შეუძლია სისხლის განახლება, იგი დადებითად მოქმედეს მის შემადგენლობაზე და ამ გზით ახალი სისხლი ასუფთავებს ღვიძლს.

4. ხახვი. 

ხახვი სავსეა სასარგებლო და აუცილებელი ამინომჟავებით, რომელთა გარეშეც, ორგანიზმი ვერ მოახერხებს დეტოქსიკაციას.

ხახვი შეუცვლელია ბევრი კერძისთვის. უმი ხახვი დიდი ოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს ინახავს.ამ ბოსტნეულს შეუძლია გააბათილოს სხვა პროდუქტებში ან ნაწლავებში არსებული მავნე ნივთიერებები.

5. ბროკოლი. 

ბევრისთვის საყვარელ ბროკოლს შეუძლია ღვიძლი შეავსოს სპეციალური ფერმენტებით, რომლებიც ანეიტრალებენ ტოქსინებს და მათ გადააქცევენ პროდუქტებად, რომლებიც შემდგომში ძალიან მარტივად გამოიდევნება ორგანიზმიდან.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბოსტნეული უმჯობესია უმ მდგომარეობაში მივირთვათ, მაგრამ ბროკოლი მეტისმეტად უგემური იქნება, თუ მას თერმულად არ დავამუშავებთ. ამიტომ, მოამზადეთ ბოსტნეული ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები სასარგებლო ნივთიერება დაკარგოს-მოხარშეთ, გამოაცხვეთ ან მოთუშეთ.

6. ბაზილიკა. 

ცნობილია, რომ ფოთლოვანი ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა. მათი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათი თერმულად დამუშავება არ არის აუცილებელი.

უბრალოდ მოამზადეთ სალათი უმი ბოსტნეულისგან, დაუმატეთ ბაზილიკა და თქვენი ორგანიზმი ვიტამინებით შეივსება! ბაზილიკა შეიცავს ტერპენოიდებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ საჭმლის მომნელებელ და ჩვენი სხეულის დეტოქსიკაციის სისტემებზე.

თუ ბაზილიკას საკმარისი ოდენობით მიიღებთ, იგი დადებითად იმოქმედებს ღვიძლისა და საშარდე გზების გაწმენდაზე.

7. ვაშლი. 

ვაშლი იდეალური პროდუქტია მათთვის, ვინც ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. მასში მინიმალური კალორიაა და შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ იგი. ეს ხილი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც უმ, ისე გამომცხვარ მდგომარეობაში.

ეს ხილი შეიცავს ბოჭკოს, რომელიც ჩვენს ნაწლავებს ყველა მავნე და ნეგატიური ნივთიერებისგან წმენდს.

ვაშლში (განსაკუთრებით მის კანში) დიდი ოდენობით ვიტამინი და ფლავონოიდებია, კერძოდ კი, ფლორიზიდინი, რომელიც ასტიმულირებს ნაღვლის წარმოებას. იგი ანეიტრალებს ორგანიზმში არსებულ ზოგიერთ ყველაზე მავნე და საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებს.

8. სელის თესლი. 

სელის თესლი ორგანიზმის გასაწმენდად და დეტოქსიკაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროდუქტია. სელი ყველაზე სასარგებლო ბოჭკოს წყაროა, რომელსაც თან მიაქვს ყველა მავნე ნივთიერება და ბუნებრივი გზით გამოდევნის ორგანიზმიდან. თუ ყოველდღიურად 2 სუფრის კოვზ სელის თესლს მიიღებთ, ჩვენი ორგანიზმი ეფექტურად გაიწმინდება და ამავდროულად წონაშიც დაიკლებთ.

გარდა ამისა, სელის თესლი შეიცავს ზეთს, რომელიც შეიცავს მრავალხარისხოვან ცხიმოვან მჟავებს (ომეგა-3), იგი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმის მთელი სისტემის ფუნქციონირებისთვის.

9. წყალი. 

ჩვენს ყველა ქსოვილსა და უჯრედს სჭირდება წყალი იმისათვის, რომ კარგად იმუშაოს. ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობაც კი დამოკიდებულია წყალზე, რომელსაც ვსვამთ.

როდესაც ორგანიზმი დეჰიდრირებულია, ეს ნეგატიურად მოქმედებს სხეულის ყველა ფუნქციაზე. თანამედროვე ადამიანმა სუფთა წყალი ჩაანაცვლა ყავით, ჩაითა და ტკბილი გაზირებული სასმელებით.

შედეგად, აშშ-ში, მაგალითად, მოსახლეობის დაახლოებით 75% დეჰიდრირებულია. ამდენად, წყლის მოხმარების ზრდა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის (დღეში დაახლოებით 1,5-2 ლ).

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი