გარგარის მურაბა, როგორც მარმელადი ციკლიდან „ბოშა ამზადებს“

1495

ზამთრისთვის გარგარის მურაბა რომ მოამზადოთ, რამდენიმე საათის დახარჯვა საჭირო არაა. „გასტრონომიამ“ მურაბის გასაოცარი რეცეპტი იცით, რომლის მომზადებაც მხოლოდ 15 წუთს წაგართმევთ.

გარგარის მურაბა ზამთრისთვის

ჩვეულებრივ, სქელი მურაბის მოსამზადებლად მისი დიდხანს ხარშვა გვჭირდება. თუ კლასიკური მეთოდისთვის ბევრი დრო არ გაქვთ, ეშმაკობას გირჩევთ. 15 წუთში არომატულ სქელ მურაბას მიიღებთ. ქილაში ცოტა ხნით გაჩერების შემდეგ გარგარის ნაყოფიდან ნამდვილი მარმელადი გამოვა. ასეთი ტკბილეული წლის ნებისმიერ დროს გაგახარებთ. მურაბა ძალიან მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ გარგარი
  • 1 კგ შაქარი
  • 3 ს/კ წყალი
  • 1/3 ჩ/კ ლიმონის მჟავა
  • 20 გრ აგარ–აგარი

მომზადება:

1. გარგარი კარგად გარეცხეთ და კურკა მოაშორეთ. ხილს დაჭრა არ სჭირდება. ამ რეცეპტში მურაბა ნახევარი გარგარით მზადდება.

2. ლიტრიანი ან ნახევარ ლიტრიანი ქილები მოამზადეთ. 3-5 წუთით მიკროტალღურ ღუმელში ან ნებისმიერი სხვა მეთოდით გაასტერილეთ. ასევე თავსახურები ზუსტად 3 წუთით აადუღეთ.

3. ღრმა ტაფაზე ან სქელძირიან ქვაბში გარგარი მოათავსეთ. სასურველია, რომ ჭურჭლის ზედაპირი მიწვის საწინააღმდეგო საფარით იყოს დაფარული.

4. დაასხით 3 ს/კ წყალი და ცეცხლზე დადგით. გარგარი საშუალო ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ, სანამ წვენს არ გამოიღებს. დრო და დრო ხის ჯოხით აურიეთ.

5. შაქარი 3 ნაწილად გაყავით. პირველი ნაწილი გარგარს დაუმატეთ და აურიეთ. როცა შაქარი ოდნავ გადნება, შაქრის შემდეგი პორცია დაუმატეთ. გარგარს ქვემოდან ზემოთ აურიეთ და შაქრის მესამე ნაწილი დაუმატეთ.

6. ცეცხლს დაუწიეთ და დაელოდეთ, სანამ გარგარის მურაბა დუღილს არ დაიწყებს. როცა მასა ადუღდება, ლიმონის მჟავა დაუმატეთ და ზუსტად 10-12 წუთით ხარშეთ.

7. მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე აგარ–აგარი 4 ს/კ წყალში გახსენით და მურაბას დაუმატეთ.

8. მურაბას ქაფი მოხადეთ და სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. მოცემული ინგრედიენტებიდან 1,2 ლ მურაბა გამოგივათ.

თუ ამ მეთოდით გარგარის მურაბის მომზადება არასდროს გიცდიათ, მარტივი რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ. აგარ–აგარით ალუბლის და მარწყვის მურაბასაც ამზადებენ. ნებისმიერი კენკრა მისი დახმარებით მარმელადს ჰგავს. ზამთრისთვის მურაბები უკვე შეინახეთ?