6 მსუბუქი და წვნიანი სალათი ზაფხულისთვის. აავსეთ ვიტამინებით თქვენი ორგანიზმი

0
209

ზაფხულში ყველას ძალიან უყვარს მრავალფეროვანი სალათების დაგემოვნება. სალათში შემავალი ინგრედიენტები ჩვენს ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს.

დღეს ჩვენ 6 საუკეთესო სალათის რეცეპტს შემოგტავაზებთ. აუცილებლად მოამზადეთ ისინი!

სტაფილოს სალათი ვაშლით და ჯანჯაფილით

ინგრედიენტები

  • 3 სტაფილო
  • 1 ვაშლი
  • 2 სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • 1/4 ჭიქა ნიგოზი ან ნუში

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 1 სუფრის კოვზი ძმარი
  • 1 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. დააქუცმაცეთ სტაფილო და ვაშლი გრძელ და წვრილ ჩხირებად. გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ძირი და გახეხეთ. დაჭერით მწვანე ხახვი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ ნიგოზი.
  2. მოვამზადოთ სოუსი: ძმარს დაუმატეთ სიროფი, ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოასხით სოუსი და დაელოდეთ ცოტახანი.

სალათი ბრიუსელის კომბოსტოთი და ბეკონით

ინგრედიენტები

  • 500გ ბრიუსელის კომბოსტო
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 50გ ბეკონი
  • ქიშმიში გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 2 სუფრის კოვზი დიჯონის მდოგვი
  • 2 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი
  • 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
  • 3,5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მარილიი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. წვრილად დაჭერით კომბოსტო და ბეკონი, მოათავსეთ ჯამში. შეწვით დაბალ ცეცხლზე 3-5 წუთი ნიგოზი. შემდეგ დაუმატეთ ჯამში არსებულ მასას ქიშმიშთან ერთად.
  2. მოვამზადოთ სოუსი: ბლენდერში მოათავსეთ მდოგვი, სიროფი, ვაშლის ძმარი, ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა. სოუსი მოასხით სალათს.

კარტოფილის სალათი

ინგრედიენტები

  • 5 კარტოფილი
  • ქინძი და კამა გემოვნებით
  • 5-6 პომიდორი ჩერრი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 1/2 ჭიქა ინდური თხილი
  • 2 სუფრის კოვზი მდოგვი
  • მწიკვი წიწაკა ჩილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 60მლ ლიმონის წვენი
  • 50მლ წყალი

მომზადება

  1. მოხარშეთ კარტოფილი, გაჭერით თითოეული კარტოფილი შუაზე, მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ ქინძი, კამა, დაჭრილი პომიდორი. კარგად მოურიეთ.
  2. მოვამზადოთ სოუსი: თხილს დაუმატეთ მდოგვი, ჩილი, ნიორი, ლიმონის წვენი და წყალი. სალათს მოასხით სოუსი და კარგად მოურიეთ.

ლობიოს სალათი

ინგრედიენტები

  • დაკონსერვებული თეთრი ლობიო
  • ნებისმიერი ბოსტნეული
  • ნებისმიერი მწვანილი
  • გამომშრალი პომიდორი
  • 2 სუფრის კოვზი ბალზამირებული ძმარი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

გარეცხეთ და გააშრეთ ლობიო. დაჭრილ ბოსტნეულს დაუმატეთ მწვანილი, პომიდორი, ძმარი, მარილი და წიწაკა. ბოლოს დაუმატეთ ლობიო.

ყაბაყის სალათი თხის ყველით

ინგრედიენტები

  • 2 ყაბაყი
  • ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 20გ ბაზილიკი
  • კედრის კაკალი გემოვნებით
  • თხის ყველი გემოვნებით

მომზადება

ყაბაყი დაჭერით წვრილ ფირფიტებად, მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ზეითუნის ზეთი, ძმარი. დაელოდეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ბაზილიკი, კაკალი. ზემოდან მოაყარეთ თხის ყველი.

“აჩიკ-ჩუჩუკი”

ინგრედიენტები

  • 600გ პომიდორი
  • 40გ ხახვი
  • 10გ იისფერი ბაზილიკი
  • 50გ ქინძი
  • 7გ წიწაკა ჩილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

ამ სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ძალიან ბასრი დანა, რადგან ყველა კომპონენტი ძძალიან წვრილაად უნდა იყოს დაჭრილი. ხახვი დაჭერით მრგვლად. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა ჩილი, პომიდორი, ქინძი და ბაზილიკი. კარგად მოურიეთ და მოაყარეთ მარილი.

გემრიელად მიირთვით!

 

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი