სასარგებლო და ბიუჯეტური კერძი ყაბაყით და ბადრიჯნით

784

ახალი ბოსტნეულის სეზონზე Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ ყაბაყით და ბადრიჯნით გემრიელი და სასარგებლო კერძი მოამზადოთ. ასეთი კერძის მირთმევა მათაც შეუძლიათ, ვინც სხეულის ფორმებს ყურადღებას აქცევს.

ინგრედიენტები:

  • 2 ყაბაყი
  • 1 ბადრიჯანი
  • 2 ტკბილი წიწაკა
  • 0,5 ჭიქა საფანელი
  • 0,5 ჭიქა პარმეზანი
  • ბეგქონდარა, რეჰანი, მარილი, ნიორი
  • მცენარეული ზეთი
  • 5 პომიდორი
  • მოცარელა

მომზადების წესი:

1. ყაბაყი და ბადრიჯანი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. აქვე ზოლებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა დაუმატეთ.

2. ყველა ბოსტნეული აურიეთ.

3. საფანელი, მარილი, სანელებლები და გახეხილი ნიორი აურიეთ. რჩევა: ამ საფანელს შეგიძლიათ ნებისმიერი სანელებელი და არომატული ბალახი დაუმატოთ.

4. ყველა ბოსტნეული საფანელში ამოავლეთ და მცენარეული ზეთით დანამეთ.

5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.

6. პომიდორი დააბლენდერეთ.

7. ბოსტნეულს გახეხილი ყველი მოაყარეთ, აურიეთ და პომიდვრის წვენი მოასხით.

8. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში კიდევ 20 წუთით აცხვეთ.

ცხელი მობრაწულა სუფრაზე ნებისმიერ გარნირთან ერთად გაიტანეთ. სურვილის შემთხვევაში ცხარე სოუსი არაჟნით, კამით და ახალი, გახეხილი კიტრით დაუმატეთ. შემწვარი სეზამითაც გემრიელია. მოცარელას გარეშეც იოლად გახვალთ, ნებისმიერი ხმელი ყველი გამოგადგებათ. გემრიელად მიირთვით!