ცივი წესით მომზადებული უგემრიელესი, ხრაშუნა ნივრის მწნილი

3635

ნივრის მწნილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწნილია. ის ცოტა განსხვავებული მეთოდით მზადდება. აი რეცეპტიც:

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ნედლი ნიორი
  • 1 ს.კ. ბაჰარი მარცვლები
  • 15 ცალი ალუბლის ფოთოლი
  • მარილი – გემოვნებით
  • წყალი

მომზადების წესი:

  1. ნედლ ნიორს კანი შემოვაცალოთ, დავასხათ ცივი, მარილიანი წყალი და დავდგათ მზეზე. 1 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ მარილიანი წყალი ვუცვალოთ.
  2. ამის შემდეგ კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ სასურველ ჭურჭელში, დავუმატოთ ბაჰარი, ალუბლის ფოთლები, დავასხათ წამოდუღებული და გაცივებული მარილიანი წყალი (მარილი წყალს კარგად უნდა ემჩნეოდეს!), დავადოთ მწნილს წნეხი და თავზე დავახუროთ. 3-4 დღეში მწინილი მზად იქნება.

რედაქციის რჩევა

  • იმისათვის, რომ მწნილი მალე დამჟავდეს, შეიძლება 1 ჩ.კ. ძმრის ესენციის დამატება.
  • მარილწყლისთვის 1 ლ წყალზე 2 ს.კ. მარილი გამოვიყენოთ.