ყალია – მსუბუქად წვნიანი უგემრიელესი კერძი

5800

ყალია ქართულ სამზარეულოში აღმოსავლური სამყაროდან შემოვიდა და სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარი რეცეპტის წარმოშობა განაპირობა. კახეთში ყალიას ღორის ხორცით ამზადებენ, ზოგან-ქათმის, ზოგან – ბრინჯის დამატებით. გასტრონომია დღეს ქათმის ხორცისგან მომზადებულ ყალიას გთავაზობთ.

მასალა:

  • ქათამი, დიდი ზომის, მსუქანი – 1 ცალი
  • ზეთი – 20 მლ
  • ხახვი – 3-4 თავი
  • ნიორი – 2 კბილი
  • პამიდორი – 100 გ
  • ბროწეულის წვენი -40 მლ
  • ბროწეულის მარცვლები – 30 გ
  • დაფქული ქინძი – 10 გ
  • ყვითელი ყვავილი -10 გ
  • დაღერღილი წიწაკა – 3 გ
  • ცოცხალი ქინძი – 25 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩააწყვეთ ნაჭრებად დაჭრილი ქათამი და მობრაწეთ. მოაყარეთ დაფქული ქინძი, ყვითელი ყვავილი, დაღერღილი წიწაკა და მარილი.
  2. ალყა-ალყა (რკალებად) დაჭერით ხახვი, დასრისეთ ნიორი და ბროწეულის მარცვლებთან ერთად დაუმატეთ ქათამს. ხახვი რომ გაუფერულდება და ქათამი წვენს გამოუშვებს, ჩაუმატეთ გახეხილი პამიდორი და ბრწეულის წვენი ( შეგიძლიათ პამიდვრის ნაცვლად 10 გრამი ტომატ-პასტა გამოიყენოთ). შუშეთ 30 წუთის განმავლობაში. კერძი უნდა იყოს მსუბუქად წვნიანი.
  3. მომზადებულ ყალიას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მიირთვით ცხლად.