თევზი ლავაშში თურქულად

976

თურქეთში ეს კერძი სწრაფ კვებად ითვლება. ბალკ ეკმეკ – ასე ქვიამ ამ საოცარ ხემსს!

ინგრედიენტები

  • სკუმბრია 2 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ლიმონის წვენი 3 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ლავაში 2 ცალი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ფილეს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შეწვით ზეთში.

2.ზეთს დაუმატეთ ლიმონის წვენი და წაუსვით ლავაშს. ცენტრში მოათავსეთ პომიდორი, ხახვი და თევზი.

3.შეწვით ლავაში ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!