სადილი მთელი ოჯახისთვის: სწრაფი ლაზანია თხელი ლავაშისგან

5659

რა ვქნათ, როცა დრო არ გვაქვს, არადა დიდი ოჯახი გვყავს დასაპურებელი? ამ საკითხის მოგვარებაში სომხური ლავაში დაგვეხმარება. სხვადასხვა დამატებითი ინგრედიენტების გამოყენებით, სწრაფ და მრავალფეროვან კერძებს მოამზადებთ. ამგვარად, გამარტივებული ლაზანია ლავაშისგან კლასიკურზე არანაკლებ გემრიელი გამოდის.

ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ სწრაფი სადილი ლავაშისგან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს გახლავთ ერთგვარი ხორცის მობრაწულა სხვადასხვა ბოსტნეულით. შედეგად კი მდიდარი გემოსა და არომატის მქონე კერძს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 800 გრ საქონლის ფარში
  • 6 ც ლავაში
  • 1 ც ხახვი
  • 400 გრ მაგარი ყველი
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • 2 ც პომიდორი
  • 50 გრ კამა
  • 1 ჩ.კ. ორეგანო
  • 2 ს.კ. ტომატის სოუსი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოთუშეთ დაჭრილი ხახვი ზეთში, დაუმატეთ ფარში, მოამზადეთ 15 წთ.
  2. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და პომიდორი და ტომატის სოუსი, მოურიეთ და მოთუშეთ 5 წთ. დააფარეთ თავსახური, დაუკელით ცეცხლს და კიდევ 15 წთ მოამზადეთ.
  3. დაუმატეთ სუნელები, მარილი, დაჭრილი მწვანილი და მოურიეთ.
  4. დააფინეთ ლავაში საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ფარში, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დააფარეთ მეორე ლავაში და განაგრძეთ ასე, სანამ ინგრედიენტები არ ამოიწურება. შეინახეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი.
  5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით, შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი და კიდევ 5 წუთით შედგით.

ლავაშის ლაზანია სწრაფად მზადდება, წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი გამოდის. მიირთვით საყვარელ სოუსთან ერთად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!