როგორ მოვამზადოთ ლიმონის ტარტი ნუშით

969

თუ ორგანიზმი, რაიმე ფერადს და ახალს გთხოვთ, არ ღირს მისი ამ საკითხზე წყენინება. თუ თქვენი თავის გახარება გინდათ – მოამზადეთ ლიმონის ნამცხვარი, მაგრამ არა უბრალო, არამედ პრანგი კონდიტერების მიერ შექმნილი რეცეპტით.

ჩვენი რეცეპტით თქვენ მიიღებთ განუმეორებელ ლიმონის ნამცხვარს: ხრაშუნა ფხვიერი კორჟი ნუშის ფქვილით, რბილი კრემი, გამჯდარი ციტრუსის არომატი, შოკოლადის დეკორი, ქმნის გემოს ახალ საფეხურს.

რჩევა. ზეთი კორჟისთვის და შიგთავსისთვის უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ამიტომაც ის მაცივრიდან ნაადრევად გამოიტანეთ. ნუშის ფქვილი მომზადება მარტივია, საჭიროა ყავის საფქვავით დაფქვათ მარცვლები. იმისათვის, რომ ლიმონმა მეტი წვენი მოგცეთ, მოათავსეთ მაგიდაზე, დააჭირეთ ხელი და რამოდენიმეჯერ გაადააგორ გადოაგორეთ მაგიდის ზედაპირზე.

ინგერდეიენტები

  • ხორბლის ფქვილი 250გ
  • კარაქი 400გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 200გ
  • ნუშის ფქვილი 40გ
  • მარილი მწიკვი
  • ლიმონი 5 ცალი
  • ჟელატინი 2 სუფრის კოვზი
  • წყალი 50მლ
  • რძიანი შოკოლადი 20გ

მომზადება

1.ხორბლის ფქვილს დაუმატეთ ნუშის, დაუმატეთ 150გ დარბილებული კარაქი, 1 კვერცხი, 100გ შაქარი. მოზილეთ ცომი და აქციეთ გუნდად.

2.ცომი მოათავსეთ ფორმაში, ამოიყვანეთ კუთხეები, დაჩხვლიტეთ ძირი. ცომის ზემოდან მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი, მოაყარეთ მშრალი ბარდა. გამოაცხვეთ 20 წუთი 170 გრადუსზე. მოაშორეთ ბარდა და პერგამენტი. დააბრუნეთ ნამცხვარი ღუმელში და მოამზადეთ სრულ გამოცხობამდე.

3.ქვაბში ჩაასხით წყალი, დუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, წამოადუღეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ჟელატინი.

4.კარგად გარეცხილ ლიმონს მოაშორეთ ქერქი, გამოწურეთ. ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცი და დარჩენილი შაქარი. ჩაასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ მისი ქერქი, მოურიეთ. მასა გადაიტანეთ ისეთ ჯამში, რომელსაც მარტივად მოათავსებთ წყლის აბაზანაზე. დაუმატეთ 250გ დარბილებული კარაქი და კარგად მოურიეთ.

5.ლიმონის მასას დაუმატეთ ამოფუებული ჟელატინი, მოურიეთ. კორჟს მოასხით კრემი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე გასაგრილებლად, რის შემდეგაც მოატავსეთ მაცივარში მთელი ღამით.

6.ნამცხვარი გააფორმეთ ლაიმის ნაჭრებით და დაფხვნილი შოკოლადით.

თუ თქვენ ამ ნამცხვრის შიგტავსს დიდხანს გააჩერებთ წყლის აბაზანაზე, მაშინ მიიღებთ საოცარ ჯემს, რომელიც ძალიან მოეწონებათ ბავშვებს. მათი შენახვა მაცივარში 5 დღე შეგიძლიათ. მოადუღეთ ჩაი და დატკბით!