ორიგინალური ფაფა მოხალული წიწიბურასგან მანგოთი და ბაზილიკით-მსგავსი რამ ჯერ კიდევ ერ გაგისინჯავთ!

1250

წიწიბურას ბურღული ძალიან სასარგებლოა, მასში დიდი ოდენობით ვიტამინი, მიკროელემენტი, 18 ამინომჟავა და რკინაა. იგი გეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ყველაზე სასარგებლო მწვანე ფერის წიწიბურა გახლავთ, უმი ბურღული, რომელიც თერმულად არ არის დამუშავებული.

სწორედ ასეთი წიწიბურა ინარჩუნებს მაქსიმალურ სასარგებლო თვისებებს.

ასეთი ფაფის შემადგენლობაში ბევრი ბოჭკოა, რომელიც აჩქარებს სხეულში მეტაბოლურ პროცესებს. გარდა ამისა, ბოჭკო წმენდს ნაწლავებს, რაც ასევე დადებით გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე.

მწვანე ფერის წიწიბურა დიდი ოდენობით ცილას შეიცავს, რომლის გადამუშავებასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ფაფის ჭამის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში არ იგრძნობთ შიმშილის გრძნობას. ბურღული შეიცავს მიკროელემენტს, რომელიც კანს ელასტიურობას სძენს.

მწვანე წიწიბურას სპეციფიური გემო აქვს, ამიტომ იგი მარილის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ, რომელიც, როგორც ცნობილია, აკავებს წყალს ორგანიზმში.

გთავაზობთ მწვანე წიწიბურასგან მომზადებული ფაფის ორიგინალურ რეცეპტს, ასეთ კერძს ამზადებენ ნიდერლანდების საუკეთესო რესტორნებსა და კაფეებში.

მის შემადგენლობაშია ხილი, ჩიას თესლი და ძალიან სასარგებლო ქოქოსის წყალი.

მწვანე წიწიბურა არ უნდა ხარშოთ დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ასე იგი დაკარგავს სასარგებლო თვისებების უმეტეს ნაწილს. იგი უნდა მოვამზადოთ სხვა გზით.

ინგრედიენტები ფაფისთვის

  • 150 გრ მწვანე წიწიბურა
  • 100 მლ ქოქოსის წყალი
  • 1 ც ბანანი
  • 10 მლ თაფლი
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
  • მწიკვით მუსკატის კაკალი

ინგრედიენტები სოუსისთვის

1 ც მანგო, თაფლი და რამდენიმე ფოთოლი ბაზილიკა ან 2-3 ც კივი, რამდენიმე ცალი ბაზილიკა და თაფლი.

მომზადების წესი

  1. მწვანე წიწიბურა მთელი ღამით გააჩერეთ 1 ც ლიმონის წვენში.
  2. დილით წიწიბურა დააბლენდერეთ ქოქოსის წყალთან, ბანანთან, თაფლთან, ლიმონის წვენთან, დარიჩინთან და მუსკატის კაკალთან ერთად ისე, რომ მიიღოთ პასტისებრი კონსისტენცია.
  3. მიღებული მასა გადაასხით პატარა ზომის ჭურჭლებში.
  4. პირველი ვარიანტის სოუსის მოსამზადებლად გათალეთ მანგო და დაჭერით. შემდეგ დააბლენდერეთ ბაზილიკასთან და თაფლთან ერთად, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  5. მეორე ვარიანტის სოუსის მოსამზადებლად გათალეთ კივი და დაჭერით, შემდეგ მოათავსეთ ბლენდერში ბაზილიკასთან და თაფლთან ერთად და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად.
  6. მიღებული მასა დაასხით უკვე მზა ფაფას. ფაფით სავსე ჭურჭელი მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.
  7. გააფორმეთ ფაფა პეკნის კაკლით, ბროწეულით, ჩიას თესლით ან თქვენთვის საყვარელი ხილითა და კენკრით.

გემრიელად მიირთვით!