ოლადები ქათმის ფილესგან

1103

ოლადები – სლავიანური სამზარეულოს სიამაყეა. მაგრამ ჩვენ ის მხოლოდ გემოს გამო არ გვიყვარს. ტკბილი ოლადები ჯემით, არომატული ბავშვური მოგონებაა, ნოსტალგია უდარდელ დროზე. მაგრამ ბევრი ამტკიცებს, რომ არანაკლებ გემრიელია ოლადები ხორცით.

ჩვენი დღევანდელი რეცეპტი ძალიან გამარტივებულია, თუმცა ალბანური ოლადების მსგავსად ძალიან გემრიელია. მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ძალიან უბრალო ინგრედიენტები და სულ რაღაც 30 წუთი. ეს კერძი სიმარტივის მიუხედავად გამოდის საოცრად გემრიელი.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 500გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 3 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • ხახვი 1 ცალი
  • კეფირი 250მლ
  • მარილი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.ქათმის ფილე და ხახვი დაჭერით წვრილად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ კეფირი. კარგად ათქვიფეთ და თქვეფის პროცეში დაუმატეთ ფქვილი.

2.თავიდან მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, კარგად მოურიეთ ცომს, რადგან ის უნდა იყოს საკმაოდ სქელი კონსესტენციის. თუ ფქვილი არ ეყო ცომს, მაშინ დაუმტეთ კიდევ 2 კოვზი. მოზილეთ ოლადებისათვის შესაფერისი ცომი.

3.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, კოვზით მოათავსეთ მასზე ცომი. ოლადები ორივე მხრიდან ნელ ცეცხლზე შეწვით. მზა ოლადებს ზედმეტი ცხიმი მოაშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.

მეტი არომატისათვის ფილეს შეგიძლიათ დაუმატოთ დაჭრილი კამა და ნიორი, ხოლო ფქვილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქული შვრია: ამ ინგრედიენტებით ოლადი გამოვა ძალიან ფაფუკი და ნაზი. ამ კერძს ძალიან უხდება მოთუშული კომბოსტო და გამომცხვარი კარტოფილი. ამ ოლადებთან ერთად თქვენ მიიღებთ სრულიად ჯანმრთელ და გემრიელ ლანჩს!