მაკარონი ფეტუჩინი ქათმის ხორცითა და სოკოთი

2227

იტალიელები პასტას დიდ პატივს სცემენ და მის ყველა სახეობას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. იტალიის საზღვრებს მიღმა კი სახეობებს მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ასეა თუ ისე, პასტა, ანუ მაკარონი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული კერძია.

ინგრედიენტები:

  • 500 გ მაკარონი ფეტუჩინი
  • 2 ნაჭერი ქათმის ხორცი
  • 350 გ თხლად დაჭრილი სოკო
  • 300 მლ ნაღები (ცხიმიანობა 36 % ან მეტი )
  • 1 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი

მომზადების წესი:

ფეტუჩინი დიდ ქვაბში, ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ. ტაფაზე მოათავსეთ ქათმის  თეთრი ხორცი, სოკო და 3/4 ჭიქა (180 მლ) ნაღები. ტაფა საშუალო ცეცხლზე შემოდგით 5 წუთით ან ცოტა მეტი ხნით ქათმის მომზადებამდე. დაუმატეთ დარჩენილი 1/2 ჭიქა (125 მლ) ნაღები, ყველი პარმეზანი და ურიეთ 2 წუთს დაბალ ცეცხლზე. მოხარშულ მაკარონს სოუსი დაამატეთ.