შინაურული საკონდიტრო ნაწარმი შედევრად გადააქციეთ

1001

შინაურული საკონდიტრო ნაწარმი არა მხოლოდ წარმოუდგენელი გემოთი, არამედ ლამაზი გარეგნობით რომ გახარებდეთ, გასაფორმებლად 12 შესანიშნავ იდეას გთავაზობთ.

ლამაზი საკონდიტრო ნაწარმი

1. ვაშლი ბადეში

ასეთი დესერტის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ჩვეულებრივი დანა და მრგვალი ფორმა-საჭრელი. გაბრტყელებული ცომის ნაწილი ბადედ გადააქციეთ და გლუვ ცომის ფენაზე მოთავსებულ შიგთავსს დააფარეთ. ბოლო ეტაპი – წრეების გამოჭრა ბასრი მრგვალი-საჭრელით.

2. ცომის აჟურული სპირალები

ნამცხვარი ლამაზად რომ გააფორმოთ, უამრავი ძვირადღირებული მოწყობილობის ქონა საჭირო არაა. საკმარისია დანით ცომის ზოლები დაჭრათ და აჟურული სპირალის მსგავსად დაახვიოთ.

3. დახვეწილი მანჟეტი

ნამცხვრის რგოლი ძალიან დახვეწილი გახდება, თუ მას ლამაზი ცომის გარსით გააფორმებთ.

4. დიდი ნაწნავები

ასეთი გაფორმების ვარიანტი ელასტიკური ცომისთვის გამოდგება.

5. ცეზარის გვირგვინი

ღვეზელი შეგიძლიათ მაკრატლით გააფორმოთ. ამისთვის, ცომი 45 გრადუსიანი კუთხით პატარაზე ჩაჭერით და თითოეული სეგმენტი ფრთხილად გაასწორეთ.

6. წვნიანი რვიანები

ეს ვარიანტი როგორც ხორციანი, ასევე ტკბილი შიგთავსისთვის გამოგადგებათ. თავდაპირველად, 2 გრძელი ცომის ზოლი გამოჭერით. ერთ-ერთში ვერტიკალური ჩანაჭერი 3-5 სმ-ს ინტერვალით გააკეთეთ. შემდეგ შეგიძლიათ დაწნას შეუდგეთ.

7. ფენებიანი მზე

ამ იდეის განსახორციელებლად საკმარისია ფენოვანი ცომიდან 2 თანაბარი წრე გამოჭრათ. ერთ-ერთ მათგანს შიგთავსი წაუსვით და მეორე ფენა დააფარეთ. შემდეგ ცენტრიდან კიდეებისკენ რამდენიმე ჩანაჭერი გააკეთეთ და დაახვიეთ.

8. სწრაფი ფენები

ამ ვარიანტისთვის ორი თხელი ფენა ფენოვანი ცომი საცხობი ფორმის ზომაზე გააბრტყელეთ. ერთ ფენაზე პორციებად შიგთავსი მოათავსეთ, შემდეგ მეორე ფენა დააფარეთ და თანაბარ კვადრატებად ან მართკუთხედებად დაჭერით.

9. ღია ღვეზელი

ცომიდან თანაბარი ზომის კვადრატები ან მართკუთხედები გამოჭერით. ცენტრში, კიდეებიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ღობე გააკეთეთ. შიგნით შიგთავსი მოათავსეთ და ზემოდან ხმელი ყველი მოაყარეთ. აუცილებლად 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

10. ყვავილები შიგთავსით

ამ ცომეულის გარეგნული მხარე ნებისმიერს დააკმაყოფილებს! ბავშვები ასეთი ფუნთუშით ორივე ლოყებს გაივსებენ, მათ შორის ბოსტნეულის ან ხაჭოს შიგთავსით.

11. დღე და ღამე

ფხვიერი ნამცხვრის ასეთი ვარიანტი გულგრილს არავის დატოვებს!

12. სოკოები კრემის შიგთავსით

დამეთანხმეთ, ძალიან უჩვეულო ფორმაა!

იდეები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.