გარგარის ღვეზელის რეცეპტი ფხვიერი ცომით

913

ადრე იყო ასეთი გადაცემა “ტკბილი ისტორიები”, რომელშიც რუსეთის აბსოლუტურმა ჩემპიონმა საკონდიტრო ხელოვნებაში, ალექსანდრ სელეზნევმა გააზიარა კერძების საკუთარი რეცეპტები და მათი მომზადების საიდუმლოებები.

ყველას, ისევე როგორც ჩვენ, უყვარს დესერტების საკუთარი ხელით მომზადება, ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ კიდევ ერთ ტკბილ ისტორიას ალექსანდრ სელეზნევისგან. მაგრამ ამჯერად ღვეზელი ფხვიერი ცომისგან, გარგარისა და არაჟნისგან მზადდება.

გარგარის გემრიელი ღვეზელი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 350 გრ ფქვილი
  • 200 გრ კარაქი
  • 2 ც კვერცხი
  • 50 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/3 ჩ.კ. მარილი
  • 1/2 ვანილის შეკვრა

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 500 გრ გარგარი
  • 400 გრ არაჟანი (15%-იანი)
  • 2 ც კვერცხი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 150 გრ შაქარი
  • 40 გრ სახამებელი

მომზადების წესი

1. თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარბილებული კარაქი და კარგად მოურიეთ კოვზით.

2. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს 2 ცალი კვერცხი, 50 გრამი შაქარი, ვანილი და 1/3 ჩ.კ. მარილი. მოურიეთ ხელის სათქვეფით.

3. დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის ნაზავი ფქვილისა და კარაქის ნაზავს. მოზილეთ წებოვანი, ფხვიერი ცომი.

4. შეინახეთ ცომი მაცივარში 1 საათით.

5. ამავდროულად დიამეტრით 24 სმ-იან საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და მოათავსეთ ცომი, კუთხეები აუმაღლეთ.

6. ზემოდან დაალაგეთ შუაზე გაყოფილი უკურკო გარგარი.

7. ღვეზელის შესავსებად შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი, შაქარი, კვერცხი, გამაფხვიერებელი და ვანილის შაქარი. კარგად ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.

8. მიღებული ნაზავი ზემოდან მოასხით ღვეზელს და მოათავსეთ ღუმელში.

9. ღვეზელი ჯერ 180 გრადუსზე გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი 160 გრადუსზე 20 წუთით.

10. დაელოდეთ სანამ ღვეზელი გაცივდება, შემდეგ კი ამოიღეთ საცხობი ფორმიდან.

ფხვიერი, გარგარის უგემრიელესი ღვეზელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

სასიამოვნო ფერი, ძლიერი არომატი და ჰაეროვანი გემო გარგარს მრავალი დესერტისთვის სასურველ ინგრედიენტად აქცევს.