ბადრიჯნის საცივის გარეშე ჩემი საახალწლო სუფრა ვერ წარმომიდგენია

2841

ბადრიჯანი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ბადრიჯანი ნიგვზით საკმაოდ გავრცლებულია, გასაკუთრებით სადღესასწაულო სუფრებზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისგან უგემრიელესი საცივიც მზადდება. გასტრონომია დღეს შემოგთავაზებთ ბადრიჯნის საცივის საუცხოო რეცეპტს.

ინგრედიენტები: 

  • ბადრიჯანი – 2 კილოგრამი
  • ნიგოზი – 400 გრამი
  • ძმარი – 1 ჩაის ჭიქა
  • ხმელი სუნელი – 1 ჩაის კოვზი
  • ხახვი – 400 გრამი
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, რეჰანი, კამა – დიდი კონა
  • პრასის ფოთლები – 20 ცალი
  • მარილი და წიწაკა – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

სიგრძეზე, თითქმის ბოლომდე სამად ჩაჭრილი ბადრიჯანი მოვხარშოთ და გამოვწუროთ ფიცარსა და ფიცარს შუა. დავნაყოთ ნიგოზი წვრილად; დავჭრათ გარეცხილი მწვანილი და ხახვი. მოზრდილ ჯამში ჩავასხათ ძმარი, დავუმატოთ 1- 1/2 ჩაის ჭიქა წყალი და ავურიოთ ერთმანეთში ნიგოზი და დაჭრილი მწვანილი. შევაზავოთ ნივრით, წიწაკით, მარილით და ხმელი სუნელით. სათითაოდ ავიღოთ გაწურული ბადრიჯანი, გრძლად ჩაჭრილში ჩავაყაროთ სატენი, გარედან შემოვახვიოთ პრასის ფოთოლი ან თეთრი  ძაფი და ჩავაწყოთ მომინანქრებულ ქვაბში ან ფაიფურის ღრმა ჭურჭელში. დარჩენილი წვენი ზემოდან დავასხათ. ამ წესით მომზადებული ბადრიჯნის საცივი მეორე დღეს უფრო გემრიელია.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს არაჩვეულებრივი რეცეპტი მეგობრებს!